მართვის მოწმობის გამოცდა ზაფხულიდან რეალურ მოძრაობაში ჩატარდება.
გამოცდების ქალაქის პირობებში ჩასაბარებლად, შს სამინისტრო ინფრასტრუქტურულად მზად არის და პრაქტიკული გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარებისთვის რამდენიმე ლოკაციაა შერჩეული.
ქალაქში მანქანის მართვის სწავლა, ერთი გაკვეთილი 30 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს, თუმცა ფასი მაინც ინდივიდუალურია და ავტოსკოლების მიხედვით განსხვავდება.
რა შეფასებებს აკეთებენ საზოგადოების წევრები და რას ფიქრობენ საგზაო ექსპერტები მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებით?
