საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ რა საშუალებებით ეხმარება პოლონეთი უკრაინას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს ახორციელებს.
„რას ნიშნავს “ძმობა” პოლონურად:
– საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე საათში დეფაქტო გააუქმა 560 კილომეტრიანი საზღვარი უკრაინასთან;
– მიიღო 1,7 მილიონი (წარმოუდგენლად დიდი რიცხვია) ლტოლვილი, ფაქტიურად სახლებში, ყველანაირი სპეც ბანაკების გახსნის გარეშე;
– ჯაველინები, სტინგერები და ყველა ტიპის დასავლური შეიარაღების დიდი ნაწილი შედის პოლონეთიდან;
– საათებში დააორგანიზა ჰუმანიტარული და ლოგისტიკური უზარმაზარი კორიდორი/ზურგი;
– პოლონეთის Rzeszow -ის აეროპორტი (საზღვრიდან ერთი საათის სავალზე) გადაიქცა მთავარ მიწოდების ჰაბად;
– ქვეყანამ და ხალხმა იტვირთა დასავლეთის და უკრაინის მთავარი დამაკავშირებელის უაღრესად სახიფათო როლი;
– ბრიტანეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად ქმნის ახალ ალიანს რუსეთის წინააღმდეგ;
– გამოდის ინიციატივით და ლობირებს რუსეთთან ვაჭრობის სრულ ემბარგოს;
– ომის დამნაშავე პუტინის, პირდაპირი მუქარის კვალდაკვალ, პოლონეთის პრემიერი ჩავიდა კიევში;
და ეს მხოლოდ საჯარო წყაროებით ცნობილი ფაქტების ნაწილია.
ასე იწერება ძმობის და ღირსების ისტორია მეგობრებო.
Stay strong Ukraine
პ.ს. თხოვნა მექნება “ნატოს წევრია და ამიტომ არ ეშინია” ტიპის კომენტარებით, ამ დიდებულ ხალხს და ქვეყანას ნუ დავაკნინებთ“, – წერს გიორგი ქადაგიძე.