LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება – ექსპერტების შეფასებები

33
BeFunky-collage (6)

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე პირველად 5 აგვისტოს შეამცირა და ამ ნიშნულზე უკვე მესამედ დატოვა.

რას ნიშნავს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება, საკითხთან დაკავშირებით “ბიზნესკურიერი” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელს, გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ზოგადად, აწესებს საშუალო- საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. მისი შემცირების შემთხვევაში, როგორც წესი, იზრდება სესხების გაცემა. რაც უფრო იაფი ღირს სესხი, მით უფრო მით მეტი სესხი გაიცემა და პირიქით, რაც უფრო ძვირი- ნაკლები. მეტი სესხის გაცემა კი ნიშნავს მეტ აქტივობას ქვეყანაში.”

კეპულაძე ასევე აღნიშნავს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა რაც ახლა გვაქვს, ნიშნავს რომ ფასები არ “გაგვექცეს”.

“არავინ იცის როგორ დასრულდება ეს გაურკვევლობა, როდის დაუბრუნდება მსოფლიო და საქართველო ნორმალურ ცხოვრებას, შესაბამისად ეროვნული ბანკი უცვლელად ტოვებს რეფინანსირების განაკვეთს და ამით აცხადებს, რომ დაელოდება შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები.”- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

“ბიზნესკურიერი” ასევე დაინტერესდა თუ რა გავლენა ექნება რეფინანსირების უცვლელად დატოვებას უშუალოდ ეკონომიკაზე.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განგვიცხადა, რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან შეიძლება მისმა გაიაფებამ გამოიწვიოს ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, გამკაცრებამ კი პირიქით – ეკონომიკის შენელება.

“რისკის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა ამ ეტაპზე მისაღები გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როცა ამ კრიზისულ პერიოდს დავძლევთ, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს ორიენტირი იქითკენ, რომ შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, რათა შეეწყოს ხელი ეკონომიკურ აქტივობას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩა და ბევრმა ბიზნესმაც შეაჩერა მუშაობა”- განაცხადა ჭარაიამ “ბიზნესკურიერთან” საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები