სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების პირობებს 10 დღეში შესთავაზებს.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც დამოკიდებულია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების პირობები.
„ველოდებით საქართველოში ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბრუნებას, რომელიც ცენტრ პოინტის ქონების შეძენით არის დაინტერესებული, მიღებული თანხით რამდენიმე ობიექტის მშენებლობის დასრულება მოხდება“, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკება ინვესტორთან ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებამდე დაიწყო.
დაზარალებულებისთვის, ზიანის ანაზღაურების გარეშე, საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს პროკურატურა. საქმის პროკურორის განმარტებით საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.
”დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არ განიხილება არც ერთ შემთხვევაში. დაცვის მხარე რაღაც ვარიანტებს გვთავაზობს, თუმცა მოცემული ეტაპისთვის კონკრეტული არაფერია“. – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.