ინდოეთის სამხრეთით მდებარე, ანდრა პრადეშის შტატის ქალაქ ელურუში, დაუდგენელი დაავადება გავრცელდა. რის გამოც, ასობით ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას, ”დოიჩე ველე” ავრცელებს. მათი ცნობით, საიდუმლო და უჩვეულო დაავადებით მინიმუმ 555 ადამიანის ჰოსპიტალიზების საჭიროება გახდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი 20 000 – იან ქალაქში დაავადების გამოსავლენად სამედიცინო ექსპერტები მიიწვია და დახმარება თხოვა.
ამ ეტაპზე პაციენტებში, ნიკელისა და ტყვიის კონცენტრანტი აღმოაჩინეს.
“უმეტესობას თავი ან თვალი აქვს დაზიანებული, რაც უეცარი კრუნჩხვით და გონების დაკარგვით არის გამოწვეული. თუმცა, ერთ-ორ საათში ისინი კარგად ხდებიან”. – აცხადებს, ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმის.
”დოიჩე ველეს” ინფორმაციით, კრუნჩხვის, გულისრევისა და გაუსაძლისი ტკივილის შემდეგ, ამ უცნობმა დაავადებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულთა შორის 300-ზე მეტი ბავშვია. მათგან, უმეტესობას თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, თავის ტკივილი და ღებინება აღენიშნებათ.
ელურუს სახელმწიფო კლინიკის ხელმძღვანელის, მოჰანის თქმით, “10 პაციენტის სისხლის ნიმუშების შესწავლის შედეგად, სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა”.
ამჟამად, ქალაქში ლითონების წყაროსა და მათი გავრცელების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
რეგიონში არ არსებობს ქიმიური ქარხნები. ტესტები წყალმომარაგებასა და რძეზე უკვე ჩატარებულია. ეროვნული სამედიცინო ინსტიტუტების ექსპერტები საკვებ ზეთზე, ბრინჯსა და შარდზეც აკეთებენ ტესტებს. რაიონის ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ შესაძლოა პესტიციდებში ქიმიურმა დანამატებმა გარკვეული როლი ითამაშა.
ფედერალურმა დეპუტატმა, GVL Narasimha Rao– მ განაცხადა, რომ მთავრობის ჯანდაცვის ექსპერტებთან ისაუბრა და “სავარაუდო მიზეზი, შხამიანი ორგანოქლორინის ნივთიერებებია”.
”ორგანოქლორინები” დაკავშირებულია კიბოსთან და ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მათზე ზემოქმედებამ შესაძლოა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ტრემორი, დაბნეულობა, კუნთების სისუსტე, ლაპარაკის შეფერხება, ნერწყვდენა და ოფლიანობა გამოიწვიოს.