LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უნდა ველოდოთ iPhone 7-გან?

114

ვერ მოასწრეს Apple-ის თაყვანისმცემლებმა iPhone 6S-ით დამტკბარიყვნენ, რომ მომდევნო iPhone 7-ის შესახებ ინფორმაცია ქსელში გამოჩნდა.

მომდევნო სმარტფონი არამარტო რეკორდულად თხელ კორპუსს, არამედ 6 ბირთვიან პროცესორს მიიღებს.

არსებობს ინფორმაცია, რომ ბაზარზე ერთდროულად სამი მოდელი გამოვა: 4,7 დიუიმიანი iPhone 7, 5,5 დიუიმიანი iPhone 7 Plus და 4 დიუიმიანი iPhone 7c. უკანასკნელი მოწყობილობა განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც პატარა ეკრანის მქონე სმარტფონები მოსწონთ.

ასევე ცნობილია, რომ სილიკონის წერტილების ხარჯზე, iPhone 7 წყალგაუმტარი იქნება. ცნობილია, რომ წყლისა და მტვრის ზემოქმედება  სმარტფონს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს.

iPhone_7_illustration_Yasser_Farahi_1000e

 

maxresdefault

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები