LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ვზეიმობთ”,„არა ჩაბეტონებას“- აქცია ბათუმში

146
მტაავარზე

„არა ჩაბეტონებას“- სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა „ბათუმობის“ პარალელურად დღეს ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქალაქში ქაოტური მშენებლობები გააპროტესტეს.

მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „ბეტონის ჯუნგლები“, „ცემენტ ქალაქობა“, „ნუ ჩაგვაბეტონებთ“, „ისტორიული ზონა“, „რას ვზეიმობთ“, „ბეტონყმობა“.

მოგვიანებით, აქტივისტებმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს და საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ აქცია განგებ დაამთხვიეს „ბათუმობას“ და ამ გზით სცადეს, საკუთარი გზავნილები უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნოთ.


ლელა დუმბაძის ფოტო

„ბათუმობა“, რომელიც გასულ წლებში შემოდგომაზე აღინიშნებოდა, მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 აპრილს აღინიშნება. თარიღი 1888 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს "ბათუმობაა"

რა ღონისძიებები იმართება ქალაქში

ქალაქის დღესთან დაკავშირებით ბათუმს 10 ქვეყნიდან 13 დამეგობრებული ქალაქის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები