ტაილანდელი მაშველები დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდებისა და მათი მწვრთნელის ევაკუაციას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. გავრცელებული ცნობით, ბავშვებს სიარული შეუძლიათ, თუმცა ყვინთვას ვერ გადაიტანენ.
12-მა მოსწავლემ, რომლებიც გამოქვაბულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან, მაშველების მეშვეობით, ოჯახის წევრებს წერილები გაუგზავნეს.
https://www.facebook.com/ThaiSEAL/posts/1639085082881551
პონი:
„მიყვარხართ დედიკო და მამიკო, მე კარგად ვარ! ყველანი მიყვარხართ!“ნიკი:
„დედიკო, მამიკო, ნიკის უყვარხართ თქვენც და პატარა და-ძმა. როგორც კი აქედან გამოვალ, ცხელი ხორციანი წვნიანის საჭმელად ერთად წავიდეთ.“მარკი:
„დედა, როგორ ხარ? მე კარგად ვარ. მასწავლებელს უთხარი, რომ ნამდვილად კარგად ვარ. მიყვარხარ, დედიკო!“მიკი:
„არ იდარდოთ ჩემზე! ყველანი ძალიან მენატრებით – ბაბუა, მამიდა, დედა, მამა, ძმები. ყველანი მიყვარხართ! მე კარგად ვარ, ჩემზე ზრუნავენ.“დომი:
„კარგად ვარ, მაგრამ აქ ცივა. არ იდარდოთ. ჩემი დაბადების დღე ხომ არ დაგავიწყდათ?!“ (3 ივლისს დომს დაბადების დღე ჰქონდა).აბული:
„ნუ ნერვიულობთ! კარგად ვარ, მაგრამ სახლში მინდა დაბრუნება, ძალიან მინდა!“ნაითი:
„ნაითს უყვარს დედა და მამა, ძალიან უყვარს! არ იდარდოთ მასზე!“ტეი:
„ძალიან მიყვარხართ, ჩემო დედიკო და მამიკო. არ ინერვიულოთ, მე ჩემ თავს კარგად მივხედავ.“ნოტი:
„მე კარგად ვარ, მენატრებით და მიყვარხართ ყველა!“ბიუ:
„არ ინერვიულოთ, დედიკო და მამიკო! სულ რაღაც ორი კვირით არ ვარ თქვენთან. მალე დაგიბრუნდებით! მალე ვიქნები თქვენ გვერდით და დედიკოს ყველაფერში მივეხმარები, როცა თავისუფალი დრო მექნება!“ტეე:
„არ იდარდოთ ჩემზე, მე ბედნიერი ვარ. ძალიან მიყვარხართ, ჩემო დედიკო და მამიკო და ჩემო საყვარელო დებო!“აკაპოლ ჩანტაუონი – მწვრთნელი
„ძვირფასო მშობლებო, თქვენი შვილები კარგად არიან. აქ რამდენიმე ადამიანი მოდის და ზრუნავს თქვენ შვილებზე. მეც ვზრუნავ მათზე და ვაკეთებ ყველაფერს მათი კარგად ყოფნისთვის. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით მშობლებს, რომ თქვენი შვილები ამ გამოქვაბულში მე წამოვიყვანე.“