sportal.ge აქვეყნებს მასალას, სადაც თავმოყრილია იტალიური მედიის სტატიები ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოში ვიზიტის შესახებ. იტალიური მედია ამჯერად „ნაპოლის“ ფეხბურთელის შეყვარებულით დაინტერესდა.
calcionapoli24.it: „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აქვს, მის გარეშე კი გუნდმა რამდენიმე თამაში მოიგო.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის გამო განკუთვნილი დასვენებით ისარგებლა და არდადეგებს სამშობლოში, ოჯახთან ერთად ატარებს.
ის იტალიისა და საქართველოს მატჩს თავის შეყვარებულ ნიცასთან ერთად დაესწრო. ხვიჩა კალათბურთს შესანიშნავად თამაშობს, ამ სპორტის დიდი გულშემატკივარია და არ გაუშვა შანსი, საკუთარ ქვეყანაში ამ შეხვედრას დასწრებოდა.
AreaNapoli.it: „ნაპოლიში” სეზონის შესანიშნავად დაწყების შემდეგ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა, რათა ოჯახთან რამდენიმე დღე დაისვენოს.
ქართველი ვარსკვლავი 21 წლის შეყვარებულ ნიცა თავაძესთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო. კვარაცხელიას შეყვარებული თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ის ფეხბურთელთან ერთად იტალიაში არ ცხოვრობს, თუმცა „მარადონას” სტადიონზე რამდენჯერმე შენიშნეს.