მიხეილ ზაქარიაშვილი მერაბ სეფაშვილის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მისი კონცერტის წინ, რომელიც 10 დეკემბერს, ფილარმონიაში გაიმართება, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, როგორი გამორჩეულია ოჯახის შვილია მისი კოლეგა.
„იცით, ერთი მომღერალი მინდა შევაქო, რომელსაც ქება-დიდება არ აკლია ქართველი ხალხისგან, მაგრამ მე სულ სხვა კუთხით მინდა შევაქო…
ეს გახლავთ ჩვენი მერაბ სეფაშვილი, რომელსაც უკვე წლებია ვიცნობ, ფაქტობრივად, ბავშვობიდან და ვმეგობრობ მასთან, ასევე ვმეგობრობდი მის უნიჭიერეს მამასთან – „პაპიკასთან“ ედუარდ სეფაშვილთან, გენიოს ადამიანთან! იცით, რაზე მინდა გესაუბროთ? მის ოჯახზე… ეს გახლავთ თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ოჯახი, არანაირი ამბიცია, რომ ასეთი ცნობილი ოჯახია.
მისი მეუღლით მინდა დავიწყო – უაღრესად თავმდაბალი, ლამაზი, სათნო ოჯახის ქალბატონია, ახლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ მე ვარ მაგალითი, რომ იგივე დაავადება დავამარცხე და აგერ იმ დღეს კონცერტიც კი ჩავატარე, არცთუ ისე ურიგოდ, ასე რომ მჯერა, უკეთესად იქნება და ყველას გაგვახარებს!
ბიჭები სანდრო და ნიკუშა ისეთი ვაჟკაცი, წესიერი ბიჭები არიან, რომ ნებისმიერმა მშობელმა უნდა იამაყოს! ნიკუშა ჩემი მეზობელია და ძალაუნებურად ჩემ თვალწინ ტრიალებს, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს – ლამაზი, წესიერი ცოლი, ულამაზესი ბავშვები, თვითონ ნიკუშა ჩემს თვალში ძალიან ჰგავს მერაბს, ისიც ისეთივე სიმპათიურია, როგორც მამა. იმ დღეს დამირეკა, მამამისის კონცერტი ბილეთები გადმომცა დასასწრებად, მომიბოდიშა თავმდაბლად, ცოტა დამიგვიანდაო და უსაზღვროდ გამახარა!
საერთოდ მივესალმები იმ ტენდენციას, რომ კოლეგის კონცერტზე გეპატიჟებიან თავად კოლეგები, ეს არაჩვეულებრივია იმიტომ, რომ ჩვენ უფრო პროფესიონალურად შევაფასებთ მათ შემოქმედებას, მათ შემოქმედებას უფრო გულთან მივიტანთ და გავიხარებთ მათი წარმატებით!
წარმატებას გისურვებ, ჩემო მერაბ, 10 დეკემბერს, გახსოვდეს, რომ მე და ჩემი მეუღლე ვსხედვართ დარბაზში, შენი შემოქმედების და ოჯახის უდიდესი დამფასებლები…“