LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს რუსული პრესა კახი კალაძის შესახებ: “ვუხსნიდი, რომ მენატრებოდა”

133

„მილანისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ თბილისში მერის არჩევნები მოიგო: მას მხარი 51.06%-მა დაუჭირა. ამის თაობაზე ერთ-ერთმა უდიდესმა და პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა გვერდმაც დაწერა.

კალაძე წარმოადგენს მმართველ პარტიას „ქართული ოცნება“, რომელსაც პარლამენტში 150 ადგილიდან 115 აქვს.

კალაძე პოლიტიკაში კარიერის დასრულებისთანავე მივიდა. ჯერ კიდევ „მილანში“ თამაშისას მას მსხვილი ბიზნესი ქონდა – საინვესტიციო კომპანია Kala Capital (თბილისში სამშენებლო პროექტებით) და ბანკი „პროგრეს ბანკი“. სპორტიდან წასვლის შემდეგ ის პარლამენტში შევიდა, სამტრედიაში მოიგო არჩევნები. იმავე წელს კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდა.

„12 წელი ვცხოვრობდი იტალიაში და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ვიყავი. „მილანში“ თამაშის დროსაც ჩავდიოდი საქართველოში არდადეგებზე. საქართველო ჩემთვის ყველაფერია. ყველას ეცინებოდა: შვებულება გაქვს, შენ კი მაინც საქართველოში ჩამოდიხარ. მე ვუხსნიდი, რომ მენატრებოდა“, – ყვებოდა კახა სამშობლოში დაბრუნებისას.

 

კალაძემ გააქტიურა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა (4 წელიწადში გაიხსნა 18 + 1 ქარის ელექტროსადგური).
„პატარა ქვეყანა გვაქვს, მაგრამ 25 ათასი მდინარეა. მათგან 300 ენერგეტიკული მიმართულებით საინტერესოა. შეიძლება ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. დავისახეთ მიზანი, რომ 5-6 წელიწადში ქვეყანა დამოუკიდებელი გახდეს, გვქონდეს იმდენი ელექტროენერგია, რომ ექსპორტზეც კი გვეყოს. ჯერჯერობით კი ელექტროენერგიას მეზობლებისგან ვყიდულობთ.“

სამინისტროში კახა თავის მენეჯერულ თვისებებს ასე აღწერდა: „კარგი მენეჯერობისთვის მთავარია – აიყვანო კარგი ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან“.

კალაძე სამინისტროში ხელფასს არ იღებდა – ის პირდაპირ ქველმოქმედებაზე მიდიოდა. დეკლარაციის თანახმად, მის ანგარიშზე 9.6 მილიონი დოლარია. კახას რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს საქართველოსა და უკრაინაში, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომანქანა (მათ შორის “ფერარი“ და Harley-Davidson-ის სამი მოტიციკლი).

კალაძე სამინისტროდან ზაფხულში წავიდა, როდესაც პარტიამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყრიდა კენჭს თბილისის მერის არჩევნებზე. კახას პროგრამა წარიმართა სლოგანით: „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.

მთავარი პუნქტები:

  • 500 „ხრუშჩოვკის“ ეტაპობრივი შეცვლა: „არ შეიძლება ხალხი ცხოვრობდეს ასეთ შენობებში“.
  • ერთიანი საქალაქო დიზაინის შექმნა: „ეს ნიშნავს ქალაქის საერთო ესთეტიკის სტანდარტიზაციას“.
  • გზებზე პრობლემების მოგვარება: ესტაკადების მშენებლობა, გზების გაფართოება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობის ზრდა, 10 მიწისქვეშა პარკირების მშენებლობა.
  • პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობა: „ვპირდები, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, პარკებსა და სკვერებში მშენებლობა დაუშვებელი იქნება“.

ქართულ მედიაში წერდნენ, რომ კალაძეს დასავლელი პიარის სპეციალისტები უწევდნენ კონსულტაციებს. კამპანიის დასაწყისში კახა ხშირად ტვირთავდა ვიდეოს ფეისბუქზე, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი ფსონს მასობრივ ღონისძიებებზე დებდა.

ოქტომბრის დასაწყისში მცირე სკანდალში გაეხვა ანდრეი შევჩენკო, რომელიც კახასთან ერთად „მილანში“ თამაშობდა. უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თბილისში ჩავიდა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობისთვის და თან თქვა: „მიხარია აქ ყოფნა. წარმატებას ვუსურვებ ჩემ მეგობარ კახა კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
შევჩენკოს ცესკოში უჩივლეს – საქმე ისაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ აგიტაციაში მონაწილეობა. შევჩენკოს 2000 ლარიანი (დაახლოებით 800 დოლარი) ჯარიმა ემუქრება.

კალაძეს ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა: „ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის. მაგრამ მოსახლეობამ დაინახა, რომ აღებული კურსი სწორია, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა, რომ ხელისუფლება სიყვარულით მართავს და არა სიძულვილით. ჩვენს დედაქალაქს, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალაქს, უკეთესი ხვალინდელი დღე ელოდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები