„ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იუკნევიჩიენე „ტვიტერზე” აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე ქართველებმა უნდა აირჩიონ, სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ „რუსკი მირის” გზას.
„რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ „რუსკი მირის” გზას.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, “ქართული ოცნების” პარტია რეალურად ნამდვილი ქართული კოშმარია. ქართველებმა ყურადღებით უნდა აირჩიონ”. – წერს რასა იუკნევიჩიენე.
A few thoughts from my visit to Tbilisi:
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) September 5, 2024
Bidzina Ivanishvili and EU membership are completely incompatible.
A fateful autumn awaits the Georgian people. They will have to choose whether they want to follow the European path or the russkiy mir path. 1/2 pic.twitter.com/EKXjExwTdx