LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა — ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვალების განულებაზე

8A54D1EF-9266-4265-BDE5-B20C38E32BEA_w1023_r1_s

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ინიციატივას ვალების განულებაზე, ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს. ამის შესახებ რასა იუკნევიჩიენემ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

“გასულ კვირას ჰალიფაქსში ქართველ პარლამენტარებს შევხვდი და მათ განმიმარტეს, თუ რას ნიშნავს ეს ჟესტი. რასაკვირველია, ეს მოქრთამვაა. შეუძლებელია ამის სხვაგვარად დანახვა და ის ცალსახად მიუღებელია,” – აღნიშნა იუკნევიჩიენემ.

უკნევიჩიენემ  ვარდების რევოლუციის მეთხუთმეტე წლისთავი შეაფასა და აღნიშნა, რომ  საქართველო სწორ გზას ადგას.

“ვფიქრობ, საქართველო სწორ გზას ადგას. ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ მან დემოკრატიაში იცხოვროს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი – არა ხვალვე, მაგრამ აუცილებლად გახდება. წინა, დღევანდელი ხელისუფლება ამაზე ზრუნავდა. თუმცა დღეს პოლიტიკოსებს ვთხოვ და ვურჩევ, შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე. პოლიტიკა პოლიტიკოსებს სხვადასხვაგვარად ესმით, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა, თუ თუ ისინი მოახერხებდნენ ქვეყნის მომავლის, ან მისი განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავებას.

გულწრფელად და გულღიად გეტყვით და იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ არ გამიგონია, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მოწინავე პოლიტიკისოსაგან ერთი სიტყვაც კი მაგალითად ნატოს წევრობაზე, ევროკავშირის წევრობაზე. ვიცით, რომ აქტიურობის, ძლიერი განცხადებებისა და ნების გარეშე შეუძლებელია ალიანსებში გაწევრიანება. ამავე დროს, აქტიურობის გარეშე განცხადებები მხოლოდ დეკლარაციებად დარჩება” – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

იუკნევიჩიენე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროს დამკვირვებელი იყო.

magti 5g