LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში დასჭირდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ნიჩაბი და მათარა

222
mishasaakashvilinews345

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა სოციალური ქსელი მორიგი ფოტოს გამოქვეყნებით გაამხიარულა.

უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი დირექტორს საზღვრის დამცველის ნიჩაბი და მათარა უჭირავს და ისე ულოცავს უკრაინელებს საზღვრის დაცვის დღეს.

„როგორც ყოფილი საზღვრის დამცველი, ყველას გილოცავთ საზღვრის დაცვის დღეს (ძველი სტილით)”, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ფოტოს უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.

ბევრ მოსწონს, ბევრიც უბრალოდ გამხიარულდა და ყოფილი პრეზიდენტის ასეთ ფორმაში გამოწყობა, მისი უჩვეულო ხასიათის ერთ-ერთ გამოვლინებად აღიქვეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. 

გადაწყვეტილების შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g