LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვეხმარება ნეიროგრაფიკა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

415
ნინო-ჩუბინიძე

რაში გვეხმარება ნეიროგრაფიკა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ნეიროგრაფიკის სპეციალისტმა, არტთერაპევტმა ნინო ჩუბინიძემ ისაუბრა.

რა არის ნეიროგრაფიკა?

ნეიროგრაფიკა მენტალური ჰარმონიის, ემოციური ბალანსის და სოციალური თვითგამოხატვის გზების მოძიების, მიზნების ფორმირების ერთ-ერთი ეკოლოგიური და შემოქმედებითი მეთოდი. კლიენტის ან ჯგუფის მოთხოვნილების შესაბამისად მენტორი შეარჩევს ალგორითმს, რომელიც თემის დამუშავებაში ეხმარება კლიენტს, ჯგუფს.

რას მოიცავს პრაქტიკა?

პრაქტიკა მოიცავს მენტალურ, გრაფიკულ და ფერებთან მუშაობის ეტაპებს, რაც თანმიმდევრულადაა ალგორითმში გაწერილი და კლიენტს ეხმარება სიტუაციის მისთვის სასურველი კუთხით წარმართვაში.

ნეიროგრაფიკის საიდუმლო იმაშია, რომ გონების კონცენტრაციით, სხეულზე, ემოციურ რეფლექსიებზე დაკვირვებით და გრაფიკული ნახატის შექმნით, ანუ წვრილი მოტორიკის საშუალებით ტვინზე ზემოქმედების ფონზე იქმნება ნეირონების ახალი, კავშირები, რომლებიც ნელ-ნელა ანაცვლებენ არასასურველ პატერნებს.

როგორ მოქმედებს ის სტრესზე?

ნეიროგრაფიკა გვეხმარება გავთავისუფლდეთ სტრესისგან, დაძაბულობისგან და მოვახდინოთ ამ ენერგიის ტრანსფორმირება, მივცეთ მას სასურველი მიმართულება. ალგორითმის თანმიმდევრული მიყოლა და პროცესთან რეფლექსირება გვამთლიანებს, აძლიერებს აღქმას და სიახლის საამო მიმღებლობა ჩნდება, როდესაც ვხედავთ ჩვენს მიერ შექმნილ ლამაზ, ფერად ნეიროგრაფიკულ ნახატს.

magti 5g