LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში მდგომარეობს „ბორმენტალის“ მეთოდი, რომლის დახმარებითაც ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით

106

გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ცენტრ „ბორმენტალის“  ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი, კვებითი ქცევის სპეციალისტი თამთა ჭურაძე ესტუმრა. გადაცემის თემა კი გახლდათ გახდომა სტრესის გარეშე .

რა არის ჭარბი წონის ყველაზე ხშირი მიზეზი და რატომ არის ასეთი მასიური ჭარბწონიანობა?

ჭარბწონიანობას რამდენიმე მიზეზი აქვს. წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა,  ფიზიოლოგიურმა, სოციოლოგიურმა გარემოებებმა და კვებითმა უნარ–ჩვევებმა. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ორსულობის გამო მოიმატა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ წონის მატება გენეტიკურმა მიზეზებმა გამოიწვია, ზოგი კი ამბობს, რომ დრო არ აქვს და ა.შ. სინამდვილეში კი ჭარბ წონას ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც არის კვებითი ჩვევები, რომელიც სამი ფაქტორიდან გამომდინარეობს – ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური.

შეიძლება, ადამიანს დრო არ ჰქონდეს, რომ იკვებოს და მხოლოდ დღის მეორე ნახევარში ახერხებს საკვების მიღებას, ან საკვებთან ემოციური დამოკიდებულების გამო მთელი დღე სუსნაობს და სტრესთან გამკლავებას ცდილობს. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ ფაქტორს, ხშირად ლაქტაციის პერიოდში, ან მშობიარობის შემდეგ ადამიანი იკვებება არასწორად, იმატებს იმაზე მეტს, ვიდრე ფიზიოლოგიურ ნორმებში ჯდება და ხშირია გადაძღომისა და ჭარბი რაოდენობით საკვების მიღების მომენტები.

ჭარბი წონის მთავარი მიზეზი არის საკვების ჭარბი რაოდენობით, ან არასწორად მიღება და ამ კვებითი ჩვევების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ხშირად გვსმენია ტერმინი ”გენეტიკური ფაქტორი”… ამ შემთხვევაში თუ არსებობს გამოსავალი?

გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. ადამიანები, რომლებსაც ჭარბწონიანი დედა ან ბებია ჰყავთ, მუდმივად ცდილობენ, წონაში დაიკლონ. რადგან ადამიანი ცდილობს წონაში დაკლებას, მას სჯერა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. გენეტიკურად ძირითადად კვებითი ჩვევები გადადის.

გერმანიაში წლების წინ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჭარბი წონის გენი არ არსებობს, არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, რომელსაც პირველ რიგში კვებითი ტრადიციები იწვევს.

რა არის ბორმენტალის ცენტრის მთავარი საქმიანობა და რა არის ის საიდუმლო, რისი წყალობითაც ადამიანები გასაოცარ შედეგებს აღწევენ. ვინ არიან თქვენი ცენტრის პოტენციური პაციენტები და რა არის საჭირო იმისთვის, რომ პაციენტი თქვენთან მოხვდეს?

პირველ რიგში საჭიროა მსურველმა დარეკოს და ჩაეწეროს პირველად კონსულტაციაზე. კონსულტაცია კვებითი ქცევის სპეციალისტებთან ჩვენთან არის უფასო. ამ დროს ხდება პაციენტის ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზების დადგენა და ვაცნობთ ჩვენს მეთოდებს. ამის შემდეგ, ის თავად იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა ჩვენი მეთოდით წონაში კლება. რამდენიმე სიტყვით აგიხსნით რას ნიშნავს ”ბორმენტალის” მეთოდით ჭარბი წონის დამარცხება.

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ჭარბ წონას მხოლოდ ერთი მიზეზი არ იწვევს, შესაბამისად პაციენტთან ვმუშაობთ როგორც ფიზიოლოგიურ, ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. ვასწავლით ადამიანს, როგორ იკვებოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 25 ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ტექნიკა გამოიყენება, რაც გულისხმობს ნივთიერებათ ცვლის პროცესის დაჩქარებას და ორგანიზმის ცხიმის შენახვის რეჟიმიდან ცხიმის დაწვის რეჟიმზე გადაყვანას, ვიყენებთ კუჭის მოცულობის შემცირების ტექნიკას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მცირე რაოდენობის საკვებით დავნაყრდეთ და ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომ ადამიანი იკვებოს შიმშილის მიხედვით, არ ჰქონდეს მას კვებითი დამოკიდებულება საკვების მიმართ და ჰქონდეს გაცნობიერებითი დამოკიდებულება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა ტრენინგების შემდეგ სოციალურ გარემოში დაბრუნებისას მოახერხოს სწორად და ჯანსაღად ადაპტირება.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, რას ნიშნავს ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სოციალური და კვებითი ჩვევის ფაქტორები?

ფიზიოლოგიური ფაქტორი გახლავთ სხვადასხვა დაავადებები, გენეტიკური ფაქტორი, ნივთიერებათა ცვლა, ორსულობა, ჰორმონალური ფონი. ფსიქოლოგია არის ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგიც არის გრძნობები და ემოციები. დღეს თანამედროვე დაავადებების 99% ფსიქოსომატურია, რადგან ემოციების ფონზეა გაჩენილი. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, ეს გულისხმობს ოჯახს, სადაც ადამიანი იზრდება, სწავლობს კვებას და გარემოს, სადაც მას უწევს ურთიერთობა. რაც შეეხება კვებითი ჩვევებს, ეს შეიძლება იყოს დასწავლილი, ან გამომუშავებული – ის რაც მასწავლეს, რომ უნდა შევჭამო ბოლომდე, არ დავტოვო და ა.შ. და მეორე ფაქტორი, როდესაც გამომუშავდება საკვების მიღების დრო, ანუ როდესაც არ მაქვს დრო საკვები გადავანაწილო მთელს დღეზე და დღიურ ნორმას ვიღებ საღამოს.

ჩვენ ვახსენეთ კვებითი ქცევის სპეციალისტი, რაში ეხამრება ის უშუალოდ ადამიანს?

ის პაციენტს ეხმარება შეცვალოს კვებითი დამოკიდებულება საკვებთან, როგორ უნდა ჭამოს ყველაფერი რაც მას უყვარს, მაგრამ კი არ მოიმატოს, არამედ დაიკლოს და შეინარჩუნოს სასურველი წონა. როდესაც ოთხივე ფაქტორზე ხდება მუშაობა, ადამიანს აღარ აქვს სტრესი, მას შეუძლია ჭამოს, მიიღოს სიამოვნება დღესასწაულზე…

რას იტყვით ადამიანებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ ჩამოყალიბებეული ჩვევები, იკვებებიან როდესაც უნდათ, რამდენიც სურთ… როგორ ცვლით მათ ჩვევებს?

ადამიანების უმრავლესობას აქვს ეს კითხვა – 25, 35 წელი ვიცხოვრე ასეთი ჩვევებით და თქვენ როგორ შემაცვლევინებთ ჩვევებს თუნდაც ერთ წელიწადში? მთავარი არის სურვილი, რომ მას სურდეს რაიმეს შეცვლა. ჩვევების შეცვლა შესაძლებელია, რადგან ახალსა და კარგს ადამიანი მალე სწავლობს. თუკი ვხედავ, რომ შედეგი მაქვს, ვხედავ რომ ვიკლებ წონაში, სანტიმეტრებში და ვხვდები, რომ მაქვს საშუალება არასწორად დასწავლილი უნარ-ჩვევა შევცვალო და განვიმტკიცო ჩემივე მოტივაციით. გარდა იმისა, რომ ჩვენთან ტარდება მთავარი საბაზისო ოთხდღიანი ტრენინგები, ორ კვირაში, თვეში ერთხელ პაციენტი მუდმივად ხვდება თავის სპეციალისტს და ხდება შედეგის განმტკიცება, შედეგების შეფასება და ახალი რეკომენდაციების მიცემა. სწორედ ამის გამო გვაქვს ასეთი შედეგები.

თქვენს მეთოდებში არ არის რაიმე კონკრეტული დიეტა, არსებობს კალორიების გამომთვლელი სისტემა…

კალორიების დათვლა არის ყველაზე მარტივი მეთოდი, ეს არის კვებითი რეკომენდაცია. თუკი სურს კონკრეტული, დროში გაწერილი შედეგი, კალორიები ეხმარება მას იმაში, რომ შედეგი ჰქონდეს თვალსაჩინო, დროული და სწრაფი. კალორაჟი ინდივიდუალურია, ასაკიდან, სიმაღლიდან, წონიდან გამომდინარე. დახარჯულ და მიღებულ ენერგიას შორის უნდა იყოს განსხვავება, რომ გვქონდეს შედეგი. მთავარია, ის ენერგია, რასაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი თავს გრძობდეს ჯანსაღად, მიიღიოს ცილა, ნახშირწყლები და ჭამოს დესერტიც.

მინდა პრაქტიკაში გავრცელებულ თეორიებზე გკითხოთ, პირველ რიგში ეს ეხება წყალს. რა დამოკიდებულება აქვს ”ბორმენტალის” მეთოდს ამასთან?

ზოგადად, ”ბორმენტალის” მეთოდის მიხედვით კვება არ არის რაიმე კონკრეტული გამოგონილი მეთოდი. ადამიანმა უნდა ჭამოს შიმშილის მიხედვით. წყალი ერთადერთი სითხეა, რომელიც ორგანიზმში არ ჩერდება. ამიტომ 1.5-2 ლიტრი წყალი ადამიანმა უნდა მიიღოს აუცილებლად, სურს თუ არა წონის დაკლება.

კვებით დამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით და აღვნიშნეთ, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ შოკოლადი… აქ როგორია თქვენი მიდგომა?

შოკოლადი ჩვეულებრივი დესერტია და ჩვენ მას არ ვკრძალავთ. თუ ვფიქრობ, რომ შოკოლადი ძალიან მიყვარს, კვებითი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ და არის კიდევ მეორე, როდესაც მშია, ჩანთაში მაქვს შოკოლადი და რამდენიმე წამში შეიძლება დავნაყრდე. თუმცა, დასანაყრებლად ის არ გამომადგება, რადგან აქვს მაღალი კალორაჟი და ნახევარ საათში ისევ თავიდან დგება შიმშილი. უმჯობესია ადამიანმა მიიღოს ნოყიერი სადილი და დესერტად შოკოლადი. ტრენინგების გავლის შემდეგ ადამიანების უმრავლესობა ხვდება, რომ შოკოლადზე უბრალოდ იყო დამოკიდებული. თუკი მანამდე მთლიანი შოკოლადი სჭირდებოდა, ტრენინგების შემდეგ შესაძლოა რამდენიმე ნატეხით, იგივე სიამოვნება მიიღოს.

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ართულებს სიტუაციას – ნაცვლად იმისა საკვები მივიღო გამოზომილად, მირჩევნია საერთოდ არ მივიღო…

საქმე ის არის, რომ გამოზომილი სინამდვილეში არაფერია. მას ეცვლება დამოკიდებულება საკვების მიმართ, ხდება კუჭის მოცულობის შემცირება და ზომიერი რაოდენობით დანაყრება. აქ არ არის საუბარი მინიმალურ რაოდენობაზე. აქ არ უწევს ადამიანს ფორმულების გამოგონება. თუ შეგიმჩნევიათ, როდესაც მთელი დღე არაფერი გიჭამიათ, უფრო დაღლილი ხართ, მაგრამ თუკი საკვებს სამ-ოთხ საათში ერთხელ იღებთ, ხართ ენერგიული და ხართ ტონუსში.

თუ რეჟიმი არ გაძლევს საშუალებას იკვებო 3-4 საათში ერთხელ, რა რეკომენდაცია გაქვთ ასეთ დროს?

ასეთ დროს მთავარია ადამიანებმა დრო გამოიყენონ რაციონალურად. როგორც კი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ არის ამ სამყაროს ცენტრი და მის გარშემო ხდება ყველაფერი, ხვდება, რომ ის უნდა იყოს ჯანმრთელი, ძლიერი, კმაყოფილი, ბედნიერი და ჰქონდეს ისეთი სხეული, როგორიც სურს, ის აუცილებლად გამონახავს 5-10 წუთს საკუთარი თავის გამოსაკვებად. აქ არის დამოკიდებულების პრობლემა, ეს არის ჩვენი მეთოდის ამომავალი წერტილი, რომ ადამიანებს ვასწავლოთ, როგორ უყვარდეთ საკუთარი თავი.

როგორ არის დროში გაწერილი თქვენი პროგრამა?

პირველადი კონსულტაციის შემდეგ, როდესაც ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა წონაში დაკლება და ჩვენი მეთოდი მისთვის მისაღებია, პირველივე, ოთხდღიანი ტრენინგისას უკვე არის პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე მანამდე, მაინც სიმსუბუქის შეგრძნება აქვს, იწყება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტიურება და ხედავენ შედეგს. ტრენინგის დასრულების შემდეგ პაციენტი სპეციალისტს ერთი თვის შემდეგ ხვდება და 5-10-12 კილომდე აქვს თითოეულ მათგანს წონიდან გამომდინარე დაკლებული. ჩვენ მათ 12 თვის განმავლობაში ვუწევთ მეთვალყურეობას. უმნიშვნელოვანესია შედეგის შენარჩუნება და მას წონის პრობლემა აღარ უნდა შეექმნას.

ვინ შეიმუშავა ბორმენტალის ჯადოსნური მეთოდები?

მთავარი ჯადოსნობა ალბათ ის არის, რომ ჩვენი სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან პაციენტის დახმარებაზე. ვითვალისწინებთ ნებისმიერ ინდივიდუალურ ფაქტორს, ეს კარგი კომუნიკაციის პირველი ნაბიჯია. ჩვენთან მოსული ადამიანი არის პრიორიტეტი და მას ვეხმარებით მაქსიმალურად. ჩვენთან ყველა კვებითი ქცევის ფსიქოლოგი არის გამხდარი და მოხდენილი და ისინი იძლევიან მაგალითს. თუკი სპეციალისტი კარგ ფორმაშია, ე.ი მას შეუძლია სხვისი დახმარება. ევროპასა და ამერიკაში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად იყო წონის კლებაში ფსიქოლოგის ჩართვა მნიშვნელოვანი, რუსეთში კი შემუშავდა სტრუქტურა. ვიყენებთ ფსიქოტექნიკებს, რაც ადამიანს პირველ რიგში დამოკიდებულების შეცვლაში ეხმარება. თუკი ვიკვებები სწორად, ორგანიზმი მპასუხობს და იწყება ცხიმის წვა. ვიწყებ იმის განსხვავებას, მშია თუ არა რეალურად, თუ მაქვს მადა და მინდა დავძლიო სტრესი.

როდესაც ადამიანს აქვს სტრესი, მას სხვაგვარი დახმარება სჭირდება…

ხშირ შემთხვევაში ადამიანს აქვს ქრონიკული სტრესი, იცის რომ ვერაფერს შეცვლის. შესაძლებელია ნებისმიერი სტრესული ვითარების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. როგორც კი ადამიანი ამას სწავლობს, იწყებს დამოკიდებულების შეცვლას. ის თავის თავში ნახულობს იმ ძალას, რაც სჭირდება სტრესის გასამკლავებლად და შვებას საკვებში აღარ ეძებს.

ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება წონაში დაკლების შემდეგ… რეალურად რა ხდება ადამიანის ორგანიზმში და რატომ ხდება ის უფრო ბედნიერი?

სხვა დანარჩენი გაწერილი დიეტების დაცვისგან განსხვავებით, როგორც კი პაციენტი „ბორმენტალის“ მეთოდით იკლებს წონაში, პირველ რიგში იშორებს დიდ სამოსს. ადამიანი იწყებს ცხოვრებას აწმყოში და არა წარსულში, ან მომავალში. იწყებს ცხოვრებას დღევანდელი შეგრძნებებით, იწყებს სიამოვნების მიღებას. თუკი წონაში დაკლებამდე მისი ცხოვრება იწყებოდა ყოველი ორშაბათიდან, ჩვენი ტრენინგების შემდეგ ადამიანები იწყებენ ცხოვრებას დღეიდან. აწმყოში ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია.

წონაში კლებასთან ერთად იცვლება გარდერობი, გემოვნება, ასაკიც კი. რაც უფრო თავდაჯერებულია ადამიანი, მით უფრო რეალიზებულია. ადამიანი იბადება ბედნიერებისთვის და წონაში დაკლებული ადამიანები გრძნობენ, რომ ისინიც ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც დანარჩენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები