LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში მდგომარეობს ერთმომენტიანი იმპლანტაციის არსი – სილამაზის აკადემია

19
გიორგი-რაქვიაშვილი

რაში მდგომარეობს ერთმომენტიანი იმპლანტაციის არსი – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ყბა-სახის ქირურგმა, იმპლანტოლოგი გიორგი რაქვიაშვილი.

რა არის დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაცია ნიშნავს დანაკლისი კბილის, კბილების ადგილას, ყბის ძვალში იმპლანტის მოთავსებას, რომელიც კბილის ფესვის ფუნქციას ასრულებს. იმპლანტი მზადდება ტიტანისგან, რომელიც ინტეგრირდება ძვალში და საბოლოოდ ყალიბდება ერთი მთლიანი ქსოვილი.

 რამდენი კბილის აღდგენა შეიძლება იმპლანტი?

იმპლანტით შესაძლებელია: ერთი, ორი, სამი, ოთხი და ზოგადად იმდენი კბილის ჩასმა, რამდენიც აკლია ადამიანს. თუმცა ყოველთვის არ არის საჭირო იმდენი კბილის ჩასმა, რამდენიც გვაკლია.  აქვე გეტყვით, რომ იმპლანტი შედგება სამი ნაწილისგან: ხელოვნური ფესვი, იმპლანტის აბატმენტი და ხელოვნური გვირგვინი. სწორედ აბატმენტი აკავშირებს იმპლანტს ხელოვნურ გვირგვინთან, რომელიც იმპლანტაციიდან რამდენიმე თვეში მაგრდება.

 რა არის ერთმომენტიანი იმპლანტაცია და რა შემთხვევაში კეთდება?

ერთმომენტიანი ან მომენტალური იმპლანტაცია დღეს საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა,  განსაკუთრებით ითხოვენ ფრონტალურ არეში, იგივე ღიმილის ხაზის ადგილას. ამ პროცედურის უპირატესობა ის არის, რომ კბილის ამოღებისთანავე ჭრილობაში თავსდება იმპლანტი და ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი ვიზიტი. რეაბილიტაციის პერიოდიც მცირდება, არ უწევს პაციენტს უკბილოდ სიარული, ეს ყველაფერი კი მისთვის საკმაოდ კომფორტულია. ერთმომენტიანი იმპლანტაციის დროსაც რა თქმა უნდა ექიმი ითვალისწინებს, როგორც ესთეტიურ მხარეს, ასევე ღეჭვის ფუნქციის, ნარჩუნდება რბილი ქსოვილების კონტურებიც.

როგორ მოვუაროთ იმპლანტს?

იმპლანტს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც ბუნებრივ კბილებს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ასევე სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტი.

ყოველთვის არ არის შესაძლებელი კბილის ამოღებისთანავე იმპლანტის ჩასმა. მაგალითად თუ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ტრავმული ექსტრაქციაა, არასაკმარისი ქსოვილებია და ასევე სხვა და სხვა  დაავადებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები