LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი მოშორებითაა, მასპინძელმა უნდა დაადასტუროს მიღების მზაობა, მაგრამ გასავლელი გზა გრძელია

176
fot (1)

კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა – „მობრძანდით,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

„ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიგინოთ, ვართ კართან, რომელზედაც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ გრძელია.

ჩვენ დავაკაკუნეთ ამ ჭიშკარზე და დარწმუნებული ვარ, ეს კარი აუცილებლად გაიღება, თუმცა ვიდრე სახლში მივალთ, ეზოც გასავლელია და თუ რამე შეცდომას დავუშვებთ, მასპინძელს სრული უფლება აქვს, სახლის კარი არ გაგვიღოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g