LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი დურგლიშვილი: „პოლიტიკური მოვლენების გამო, საქმეს გულს ვეღარ ვუდებ, თითქოს გაშეშებული ვარ“

257
რატი დურგლიშვილი

მომღერალი რატი დურგლიშვილი ჟურნალთან „გზა“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური მოვლენების გამო საქმეს გულს ვეღარ უდებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

  • განსხვავებული აზრის გამო, თავს თუ დაგსხმიან, დაბულინგება თუ ცუდიათ?

თავდასხმად არ აღვიქვამ, რადგან განსხვავებული აზრი ყოველთვის კამათს იწვევს. გარშემო ისეთი სოციუმი არ მყავს, რომ განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი დავხოცოთ.

  • სოციალურ ქსელებში?

ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, ყველა ადამიანს საკუთარი შეხედულება აქვს, ვინმეს ჩემი აზრი თუ არ მოსწონს ან პირიქით, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ შევცვლით? დიალოგით უფრო ადვილად შეიძლება პრობლემის გადაწყვეტა, ვიდრე ბულინგით. ერთმანეთისადმი პატივისცემა, ოქროს შუალედის მონახვა საუკეთესო გზაა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ!

პოლიტიკური მოვლენების გამო, საქმეს გულს ვეღარ ვუდებ, თითქოს გაშეშებული ვარ. ეს დაძაბული სიტუაცია ისე მოქმედებს, თითქოს ჩემს ოჯახში ხდებოდეს. ქვეყანა ხომ ოჯახივითაა. ღმერთმა ქნას და მშვიდობა იყოს, ეს აგრესია როგორმე უნდა დავძლიოთ!

„ჩვენ ჩვენი არჩევანი, ჯერ კიდევ მაშინ გავაკეთეთ რუსეთის წინააღმდეგ, როცა 2008 წლის ომის გამო უარი ვთქვით რუსეთში კარიერაზე და ასე იქნება მუდამ"- მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სოლო კონცერტი, რომელიც ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში უნდა გამართულიყო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება კონცერტის გადადების შესახებ.

რატი დურგლიშვილის ვრცელ ინტერვიუს ჟურნალ „გზის“ ახალ ნომერში გაეცნობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g