„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი მიზნად ბავშვების საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდას და მათში განათლებისადმი ინტერესის განვითარებას ისახავს.
„ჩვენი მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც ისინი 18 წლის გახდებიან, მათი ინტერესი იყოს განათლების მიღება, საზოგადოებაში ჩართულობა და არა კრიმინალური თვისებების განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომები იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და მხარდაჭერის, რეაბილიტაციისა და მზრუნველობის სერვისებით მოხდეს მათი სრულფასოვან მოქალაქეებად განვითარება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
