ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ”. ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, „ალან ბერსესთან ერთად, ოპონენტები სიძულვილის ენით მოიხსენიებენ ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან“.
„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება.
იონათამიშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია“.
„ოლაფ შოლცმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა: “როგორც ცნობილია, ევროპის საბჭო საქართველოში იმყოფება მის ხელმძღვანელთან ერთად და დაველოდებით ანგარიშს, რომელსაც ისინი გააკეთებენ.”
ამ დროს რადიკალური ოპოზიცია ტოტალურად ამუნათებს ალან ბერსეს, სიძულვილის ენით მოიხსენიებს მას, მასთან ერთად ევროპის საბჭოს, როგორც ინსტიტუტს და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან.
უკვე წარმომიდგენია, რა ეწერება ალან ბერსეს ანგარიშში, რომელსაც გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები ასე ძალიან ელოდებიან.
უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დასრულებულია“ – წერს რატი იონათამიშვილი.