LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ 2 “მწვანე კოვიდპასპორტი” – ამირან გამყრელიძე განმარტავს

766
1581260258-ამირანგამყრელიძე1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცახადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ორნაირი მწვანე პასპორტი იმოქმედებს.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეძლებს მოქალაქე თითოეული მათგანით სარგებლობას.

მისივე თქმით, ახლა ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს:

“დღევანდელი გადაწყვეტილებით, არის ორნაირი მწვანე პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ჩაითვლება, რომ შეუძლია, შესვლა რესტორანში, სხვადასხვა დაწესებულებაში.

მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, ის “ქიუარ კოდი”, რომელიც საზღვარზე გადამოწმდება, იქ სხვა საკითხია, იქ ითვლება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი. ახლა ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის იქ ჩვენი “ქიუარ კოდი” უნდა ჰარმონიზდეს. ბევრ ქვეყანაში არის ე.წ. შიდა მოხმარების საბუთები. არის ქვეყნები, სადაც არის ერთწლიანი გადატანის დაშვება და არის ქვეყნები, სადაც უმრავლესობა არის ექვსთვიანი დაშვება”, – თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმითვე, ზოგს შეიძლება ვირუსი ისე ჰქონდეს გადატანილი, რომ არსად იყოს აღნუსხული. როგორც გამყრელიძე ამბობს, როგორ მოგვარდება ამ ეტაპზე ეს საკითხი – ვერ იტყვის:

“ტესტების ასახვის 24-საათიანი პერიოდი არსებობს. 24 საათში, ვფიქრობ, ყველა პასუხი ისახება პორტალზე. რთული საკითხია, ვინც ბაზაში არ არის – სამწუხაროდ, ეს კითხვები შემოდის ჩვენთან. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს განხილვა – როგორ უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს ეს საკითხი.

ჩემთვის გასაგებია, რომ ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს გადატანილი და ის არსად იყოს აღნუსხული. ვერ გეტყვით, როგორ მოგვარდება ამ ეტაპზე. მიმდინარეობს მსჯელობა და შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება. ჯერ არც ერთ ქვეყანას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ანტისხეულების კვლევა არ აქვს ვალიდური, ანუ არ თვლის მათ იმ ნიშნად და იმ ინდიკატორად, რომელსაც შეიძლება დაეფუძნო და თქვა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა კოვიდი ან არ ჰქონდა”, – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები