ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე პოსტს აქვეყნებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„რატომ ცდილობ, ადამიანებს ასწავლო ის, რაც მათ არ უნდათ?
რატომ აძალებ ადამიანებს, რომ მოსწონდე?
რატომ გინდა, თავს მოახვიო ადამიანებს შენი ფილოსოფია?
რატომ გიკვირს სხვისი უზნეო თვისებები?
შეგეცოდოს წარმატებული ადამიანი, მას მდგომარეობა თუ არა, ასაკი მაინც დაუქვეითებს ბრწყინვალებას.
ადამიანი, გარდაცვალებას ბოლომდე რომ იაზრებდეს, მაშინ, არც ბოროტი, არც შურიანი და არც აგრესიული იქნება
ვიდრე სხვას გაუბრაზდები, საკუთარ თავს გაუბრაზდი შეცდომებისთვის.
დაანებე თავი სხვებს, მიხედე საკუთარ თავს, ყველამ რომ საკუთარ თავზე იფიქროს და სხვას თავი დაანებოს, ჰარმონია იქნება დედამიწაზე.
მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ იქნება.
მეძინება ვეღარ ვწერ. მე მიხარია და დავწერე.
შენ გინდა წაიკითხე, გინდა ნუ წაიკითხავ, გინდა გაიგე, გინდა ნუ გაიგებ, არ დავეძებ.
ოხ, ეს ამბიციები, ამპარტავნება და ქედმაღლობა.
მიყვარხართ.“ – წერს გია ჯაჯანიძე.
ტელეწამყვანის ფოლოვერები, გია ჯაჯანიძეს ამხნევებენ და წერენ, რომ 100 %-ით ეთანხმებიან.