LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამოიღეს საქართველოში კოვიდის სამკურნალო გაიდლაინიდან „ფავიპირავირი“ – პრეპარატი, რომელზეც თურქეთში ახლა დაამყარეს დიდი იმედი

399
Untitled design (24)

კორონავირუსის დამარცხებას მსოფლიო მეორე წელია ცდილობს. შეიქმნა ათეულობით ვაქცინა.  დიდი ბრიტანეტი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო წამალი, მოლნუპირავირი, დაამტიცეს.

მსოფლიოში კიდევ რამდენიმე წამალია, რომელსაც კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატებად განიხილავენ.

ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია, „ფავიპირავირზე“ წერს, რომელსაც თურქეთში ნდობა გამოუცხადეს და რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ თავად დაიწყო მისი წარმოება:

„მეგობარს ვესაუბრე თურქეთში მუშაობს, კოვიდ 19 დაუდასტურდა და ეს პრეპარატი მისცეს ბინაზე. თურქეთი ინტესიურად იყენებს , „ფავიპირავირს„. ეს პრეპარატი კოვიდის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს.

თურქულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე თავად დაიწყეს მისი წარმოება.

„ფავიპირავირი“ იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. პრეპარატი 2014 წელს დაამტკიცეს. მედიკამენტს „ავიგანის“, „არეპლივირის“, „ფავილავირისა“ და „ავიფავირის“ სახელებითაც აწარმოებენ.

ფაქტები ამბობენ, რომ პაციენტები, რომლებიც „ფავიპირავირს“ იღებენ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ხოლმე და მათი ფილტვების მდგომარეობა უფრო სწრაფი ტემპებით უმჯობესდება, ვიდრე სხვების. რაც მთავარია, პრეპარატის უფსაფრთხოება დადასტურებულია – ის 2014 წელს დაამტკიცა იაპონიამ გრიპის სამკურნლოდ და მისი გამოსვლის დღიდან პაციენტებს რამე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენიათ.

ჩემის აზრით, შეიძლება უკვდავების წყალი არაა და 100% პრევენციას დაავადების გართულების ვერ აკეთებს, მაგრამ ამბულატორიულად არარაციონალურად დანიშნულ მედიკამენტურ პრაისლისტებს ნამდვილად ჯობია. მითუმეტეს გრიპის და კოვიდ-19 ინფექციების ზედდებების დროს, ის იდეალურ მედიკამენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ორივე აგენტზე მოქმედებს.

ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კარგია თუ შემოიტანს სახელმწიფო, ოფიციალურმა კვლევებმაც ანახა, რომ ჰოსპიტალიზაციის ხანგძლივობას ძალიან ამცირებს.

კარგი და მოქნილი ამბულატორიული მართვა (პატარა ქვეყანა ვართ და ლოჯისტიკურად არ უნდა გაგვიჭირდეს), ესაა კოვიდ პანდემიის დასასრულის დასაწყისი, სხვა ყველა გზა მიდის წრეზე…
წლიდან წლამდე… ტალღიდან ტალღამდე… შტამიდან შტამამდე… ვაქსერებიდან ანტივაქსერებამდე…
შეზღუდვებიდან დისტანციურ განათლებამდე… კომედიური წუთშესვებით.“- წერს ინფექციონისტი სოციალურ ქსელში.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ პრეპარატი უახლოეს მომავალში საქართველოშიც ვიხილოთ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორი, ლევან გოფოძე ჩვენთან საუბარში, ამბობს:

„ამ წამლის შესახებ სიმართლე გითხრათ, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მოგეხსენებათ, არ ვარ ინფექციონისტი, ქირურგი ვარ. ასე რომ თუ ასეთი ინფორმაცია მოდის, პირველ რიგში ბატონ თენგიზ ცერცვაზესთან იყრის თავს. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში და შემდეგ ჩვენ ვერთვებით გაიდლაინში.

მარტო თურქეთი თუ გამოიყენებს, ეს არაა საკმარისი. ჩემი აზრით, უნდა ჰქონდეს „ეფდიაის„ ან  ევროპული წამლის სააგენტოს აღიარება. თორემ, ასე რუსებიც უამრავ წამალს გამოიყენებენ, მაგრამ არ აქვს იმ წამლებს ავტორიზაცია და არაა სანდო“, – განაცხადა ლევან გოფოძემ „ფორტუნასთან“.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კი მიიჩნევს, რომ მსოფლიო პანდემიას უკვე ძალიან მალე დაამარცხებს, რადგან მის წინააღმდეგ უკვე დიდი „არსენალით“ ვიბრძვით.

„ფავიპირავირიზე“ იმედისმომცემი პირველადი შედეგები იყო, მაგრამ ჯერჯერობით როგორც კორონავირუსის საწინაარმდეგო პრეპარატი დადასტურებული არაა. ჯერჯერობით, მხოლოდ „მოლნუპირავირია“ ოფიციალურად დადასტურებული, ისიც მხოლოდ ბრიტანეთის მიერ.

იმედისმომცემი კვლევების შედეგები თითქოს ჩანდა და ასე კიდევ რამდენიმე პრეპარატია, მაგრამ სანამ არ იქნება ავტორიტეტული წამლის სააგენტოს მიერ დადასტურებული, ან რომელიმე ევროპული ქვეყნის მიერ აღიარებული, როგორც წესი, ასე გადაწყვეტილების მიღება მის შემოტანაზე და გამოყენებაზე არ ხდება ხოლმე. 

ამ ეტაპზე უფრო წინა საფეხურზეა „მოლნუპირავირი“, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა, საქართველოში აქცენტი ამ პრეპარატზე გავაკეთოთ და ეს პრეპარატი გვქონდეს“. – აცხადებს ბუწაშვილი და დასძენს, რომ თურქეთში მისი გამოყენება, თავისთავად კარგი გამოცდაა წამლისთვის.

„თავითავად ცხადია, რაც უფრო მეტი მტკიცებულებები დაგროვდება, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, მიტ უფრო მეტი იქნება ჩვენი მხრიდანაც ინტერესი.

პანდემიის დამარცხებაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ ყველა პანდემია ნებისმიერ შემთხვევაში ლოგიკურად სრულდება, მით უფრო კოვიდის წინააღმდეგ საკმაოდ დიდი არსენალი დაგროვდა.  ვაქცინები, დადასტურდა პირველი მედიკამენტი … 

„ფაიზერის“ მიერ წამოებული მედიკამენტიც უკვე არის და ალბათ მალე დარეგისტრირდება და შესაბამისად, ბევრი იმედის მომცემი ნაბიჯია და იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წელი პანდემიის დასრულების წელი იქნება, ან შემდეგი 2023, როგორც მინიმუმ“. – აცხადება ბუწაშვილი.

„ფორტუნამ„ გაარკვია,რომ  „ფავიპირავირი“ კორონავირუსის სამკურნალო პროტოკოლში გასულ წელს იყო, თუმცა ისეთი ეფექტიანობა არ აჩვენა, როგორი მოლოდინიც იყო და შესაბამისად,  ის ამ ეტაპზე საქართველოში არ გამოიყენება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მიაწოდა, რომელიც ამჯერად კლინიკურ ჯგუფში, ვინც კორონავირუსის საწინააღმდგო გაიდლაინს ადგენს აღარ შედის, თუმცა გასულ წელს იყო.

„ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ფავიპირავირი“, მაგრამ ეს პრეპარატი იმედისმომცემი კვლევების გამო გაიდლაინში გვქონდა, მაგრამ ის შედეგი ვერ მოგვცა, რასაც მისგან ველოდით და ამიტომ ის გაიდლაინიდან ამოვიღეთ. 

უფრო მეტი ეფექტიანობა აჩვენა „რემდესივირმა“ და ახლა დიდ იმედებს ვამყარებთ „მოლნუპირავირზე“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკვე აღიარა“. – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნასთან“ საუბარში.