LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ აგრივებდით პენსიას? – გიგა ბოკერია ვანო მაჭავარიანს

89

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ფინანსთა მინისტრობის კანდიდატისგან დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ბოკერიამ ვანო მაჭავარიანს ჰკითხა, მაღალი ფინანსური შემოსავლის პირობებში, თავად რატომ არ ფიქრობდა პენსიისთვის თანხების დაზოგვას და რატომ უნდა აიძულოს ფინანსთა მინისტრის სტატუსით მასზე გაცილებით დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, მოაკლონ თანხები შვილების განათლებას და სხვა საქმეებს.

ამაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არასდროს ყოფილა მსგავსი პრაქტიკა.

„მე რომ მაღალი ანაზღაურება მქონდა და არ ვზოგავდი, ეს არ იყო კარგი. ჩვენთან ეს სისტემა არასდროს ყოფილა. თუ გადავწყვეტთ, რომ მივდივართ ამ გზით, ყველანი ამაზე გადავალთ. თქვენც ეწევით, მეც ვეწევი და რადგან ვეწევით, ამიტომ არ უნდა ვუთხრათ სხვას, რომ მოწევა ცუდია? ეს ანალოგიაა ზუსტად,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

პოპულალურები