LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ არიან თანახმა რუსთავი 2 ის დამფუძნებლები ხალვაშის შეთავაზებაზე

336
ewtywey

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე განმარტავს, რატომ არ თანხმდებიან ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას.

აქიმიძე ამბობს, რომ არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად, თუ რატომ არ თანხმდებიან შემოთავაზებას ის და დვალი გარკვეული, დრო სჭირდებათ.

რუსთავი 2-ის წილის 40% - ქიბარ ხავაშის შეთავაზებას კომპანიის დამფუძნებლები არ დათანხმდნენ

დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.

ამასთან აქიმიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს შეთავაზება მიუღებელია, შეიძლება იყოს ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები ისინი არ იქნებიან.

„ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო. ახლა მოგვეცით საშუალება თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ ვართ თანახმა ამ ყველაფერზე. ჩვენ 40-ზე არ ვართ თანახმა და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ თანახმა, შესაძლოა, ვთქვათ რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ. რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ამასთან, კითხვაზე რა ოდენობის წილების შეთავაზება იქნება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისთვის მისაღები, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა რომ ისინი 60%-ზე მეტს ვერ მოითხოვენ იქიდან გამომდინარე, რომ წართმევამდე სწორედ ამ ოდენობის წილებს ფლობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g