მიუნხენში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი გიორგი გრიგოლია “იმედის დღესთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გერმანიაში ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტები, როგორიცაა დღეს სწრაფი ტესტების უმეტესობა მსოფლიოში, არასაიმედოა და ასევე საუბრობს იმის შესახებაც, რომ ყველას ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ე.წ. ოქროს სტანდარტით დაავადების გამოვლენა შესაძლებელი იყოს არა რამდენიმე საათში, არამედ 45 წუთში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს სტანდარტით კორონავირუსს საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ავლენს.