LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დააკავეს კორცხელის ჩხუბის მონაწილეები?

30

გაუგებარია, რატომ არ დააკავეს აქამდე, კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები და რატომ არ მოყვა ფაქტს ეფექტური რეაგირება, ამის შესახებ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ, განაცხადა. საქმე ეხება, 22 მაისს, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ შემთხვევას, როდესაც ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

”კორცხელში მომხდარი ჩხუბის კადრები იმავე დღეს გავრცელდა, ამიტომ  არცისე რთული უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირება, მითუმეტეს პოლიციისათვის, ვინაიდან მათი თანდასწრებით უსწორდებობდნენ ადამიანებს ფიზიკურად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართალდამცავები არასაკმარისი ძალით იყო წარმოდგენილი” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელის აზრით, კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც სხვა  შემთხვევებში, როგორც წესი, პოლიცია ადგილზე აკავებს ხოლმე ინცინდენტში მონაწილე აქტივისტებს.

”გვახსოვს უფლებადამცველებისა და ლგბტ პირების დაკავების შემთხვევები, როდესაც პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებდა მაშინ, როდესაც აქტივისტი არ ყოფილა აგრესიული” – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

რაც ეხება საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივას ახალი კანონპროექტის მომზადების შესახებ, რომელიც პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ მსგავს დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების საშუალებას დღეს მოქმედი კანონმდებლობაც ითვალისწინებს და მთავარი პოლიტიკური ნების გამოჩენაა.

ფოტო: livepress

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები