LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი – ოჯახის ადვოკატი უცხოელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ხედავს

183
DSC-0816-e1544530321301

როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს, მას ფეხსაცმელი არ ეცვა და სამართალდამცავებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელი, მოგვიანებით, ავტომანქანის სალონში იპოვეს. ამის შესახებ ტვ „პირველს“ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ყველაფერი კითხვის ნიშანს და ეჭვს ბადებს, ამიტომ ის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ხედავს.

“ფეხსაცმლის ექსპერტიზაც ტარდება და იმედი მაქვს გამოძიება გაგვცემს სრულყოფილ პასუხს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g