LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მოსწონთ საქართველოში Ecotec-ის ძრავები?

310

გადაცემას ”ავტოსერვისი” F1 Motors”-ის დირექტორი სოსო ნადაშვილი ესტუმრა.

ვისაუბროთ სერვისულ ინტერვალებზე, როდის უნდა შემოწმდეს ავტომობილი?

მუდმივად შემოწმებული უნდა იყოს საპოხი მასალა, ძრავის ზეთი, სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზი და გადაცემათა კოლოფის ზეთი. რაც შეეხება სერვისებს, დავიწყოთ უტურბინო ბენზინის ძრავიანი ავტომობილით, ზეთის შეცვლის შემთხვევაში ქარხანა იძლევა რეკომენდაციას თუ როდის უნდა შეიცვალოს ზეთი. სხვაობაა ინტერვალებს შორის სინთეთიკურ, ნახევრად სინთეთიკურ და მინერალურ ზეთებს შორის. სინთეტიკას თუ ვცვლით 10 000-ზე, ნახევრად სინთეთიკური ზეთი უნდა შეიცვალოს 5-6 ათასამდე, მინერალი კი საკმაოდ იშვიათად გამოყენებადია და ვინც ამ ზეთს იყენებს, იმდენს ამატებს, რომ შეცვლამდე არც მიდის. რაც შეეხება ტურბირებულ ბენზინის ძრავებს, აქ შეცვლის ინტერვალი ნაკლებია – სინთეთიკური ზეთის შემთხვევაში 6-8 000-მდე. ნახევრად სინთეთიკური ზეთი ტურბირებულ ძრავში არც განიხილება. დიზელის ძრავებზეც იგივე შემთხვევაა, ტურბირებულ დიზელის ძრავში ზეთი უნდა შეიცვალოს 6-8 000 კილომეტრამდე, არატურბირებულ დიზელის ძრავში კი მაღალი ხარისხის სინთეტიკურმა ზეთმა შესაძლოა ათი ათასი კილომეტრიც ”იმუშავოს”.

მსმენელი: – თუ აკეთებს ვინმე თბილისში ”ფორდ ტრანზიტების” ელექტროტუმბოებს?

ამჟამად ჩვენი სერვისი იწყებს დიზელის სისტემებზე მუშაობას, გვყავს საკმაოდ კვალიფიციური ხელოსნები, ბიჭები დასვამენ ზუსტ დიაგნოზს და თუ საჭიროება მოითხოვს, შევაკეთებთ კიდეც. ჩვენი მისამართია:  ნონა გაფრინდაშვილის №23, მარცხენა სანაპიროზე დიდუბიდან ქსნის ქუჩის მიმართულებით. ვმუშაობთ კვირა დღის გარდა დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 023 023.

მსმენელი: – მყავს ახალი ჩამოყვანილი ავტომობილი – ”ჰონდა სივიკი” 1.6 ძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით, 2001 წლის, რომელი ზეთი უნდა ჩავასხა და კიდევ ერთი შეკითხვა, კოლოფის ზეთი ვის შევამოწმებინო?

ზეთის ხარისხის დადგენა ვიზუალურად რთულია, მხოლოდ ფერისა და სუნის მიხედვით თუ შეხედავს სპეციალისტი. ზეთს თავისი შეცვლის ინტერვალი აქვს, თუ არ იცით, წინა მფლობელმა როდის შეცვალა, უმჯობესია შეძენისთანავე შეცვალოთ ყველა საპოხი მასალა. რაც შეეხება ზეთს, ქარხანა დამამზადებელი რეკომენდაციას უწევს როგორც 5/30-ს, ისე 5/40-ს.

მსმენელი: – მყავს 2005 წლის ”ნისან ნოუთი”. როდესაც გაზის სატერფულს ფეხს დავადგამ, ისარი 2000 ბრუნამდე ადის და შემდეგ უცებ ჩამოვარდება…

პირველ რიგში საჭიროა კომპიუტერული დიაგნოსტიკა, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა ელექტრონულია, აღმოიხვრება და ავტომობილი გასწორდება, თუ არა, მაშინ მექანიკური პრობლემის ძიება დაიწყება. გირჩევთ მობრძანდეთ.

მსმენელი: – მინდა ”ოპელ ასტრა H”-ის შეძენა, ეკო ტექკის ძრავით და რას მირჩევთ?

რაც შეეხება ეკო ტექის ძრავს, არაფერი არაამქვეყნიური მასში არ არის. ჩვეულებრივი ორ გამანაწილებელ ლილვიანი ძრავია, თავის დროზე იყო უჩვეულო, იმიტომ რომ ”ოპელი” უშვებდა ერთ გამანაწილებელ ლილვიან ძრავებს, რომელიც უფრო მარტივი სისტემა იყო. ”ოპელის” ეკო ტეკის ძრავი საქართველოში არ მოსწონთ იმიტომ, რომ მოვლა სჭირდება.

მსმენელი: – მყავს 1009 წლის ”ოპელ ზაფირა”, ზოგჯერ, როდესაც უკანა სვლაში ჩავაგდებ, არ რეაგირებს, შემდეგ გამოვრთავ ძრავს და თავიდან ჩავრთავ…

პირველ რიგში დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ, დიდი შანსია, რომ პრობლემა ელექტრონულია.

მსმენელი: – დიზელის ძრავის ზეთებთან დაკავშირებით რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს C1, C 2,C3 დაშვება?

ზეთის ტოპ მწარმოებლები ზეთს უკვე C3-ს -ის კატეგორიით უშვებენ. თუ ავტომობილს აქვს C2-ის დაშვება, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ C3.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები