LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ ქორწინდება კაილი მინოუგი

149

კაილი მინოუგი დაქორწინდება მაშინ, როდესაც ავსტრალიაში ერთსა და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას დააკანონებენ.

ჯოშუა სასთან ქორწინება კაილი მინოუგისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რადგან ავსტრალიელი მომღერალი ჯერ არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.

წყვილის ნიშნობა 2016 წლის თებერვალში შედგა, მას შემდეგ კი ქორწილისთვის მზადება მიმდინარეობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საზეიმო ცერემონიალი, უახლოეს მომავალში არ შედგება. მინოუგმა და სასმა განაცხადეს, რომ ქორწინებას მას შემდეგ დაარეგისტრირებენ, რაც ავსტრალიის ხელისუფლება ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას დააკანონებს.

„ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, საყვარელ ადამიანზე დაქორწინდეს,“ – ამბობს წყვილი.

magti 5g