LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ თხოვდება მომღერალი ნათია ზარანდია: „მოსწონთ მომღერალი გოგონები, მაგრამ როცა ურთიერთობაში შემოდიან, მერე ცდილობენ, სახლში დაგსვან…“

401
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ არ ეკუთვნის ქალთა იმ კატეგორიას, ვისთვისაც გათხოვება აუცილებლობას წარმოადგენს:

„თაყვანისმცემლები ყველას ჰყავს და მათ შორის, მეც, მაგრამ სერიოზული არაფერია. იყო ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და დაიღუპა. სიმართლე გითხრათ, რუსეთში რომ ვცხოვრობდი, არ მინდოდა, სხვა ეროვნების წარმომადგენელს გავყოლოდი ცოლად. მერე სწავლა იყო პრიორიტეტი. არ ვეკუთვნი ქალთა იმ კატეგორიას, რომლისთვისაც გათხოვება აუცილებელი საკითხია. არც არასდროს ვყოფილვარ დაქორწინებული. არც შვილები მყავს…

ხელოვანი ადამიანისთვის ორმაგად რთულია მეორე ნახევრის პოვნა. მოსწონთ მომღერალი გოგონები, მაგრამ როცა ურთიერთობაში შემოდიან, მერე ცდილობენ, სახლში დაგსვან. მე მქონია ასეთი შემთხვევა და იქედან გამომდინარე, რომ შინაგანად თავისუფალი ადამიანი ვარ, ვერ ვეგუები შეზღუდვებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები