„იმედთან“ თიკა წერეთლის რუბრიკაში ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი პასუხობს კითხვას, რა აუცილებლობაა ბავშვების ცხოვრებაში სათამაშოების არსებობისთვის და რა ზღვარი უნდა დაიცვან მშობლებმა ამ კუთხით:
„სათამაშოები ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვები თამაშით სწავლობენ, რისთვისაც რიგ შემთხვევაში სჭირდებათ სათამაშო. არსებობს სათამაშოების სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, განმავითარებელი. ჩვენ ვთავაზობთ ბავშვს სხვადასხვა სათამაშოს იმის მიხედვით, თუ განვითარების რა ეტაპზეა ის.
ადრე, როცა საერთოდ არ იყო სათამაშოები, ეს იყო დიდი პრობლემა, ახლა კი პრობლემაა მათი ჭარბი რაოდენობით ქონა. როცა ბავშვს სათამაშოებით სავსე ოთახი აქვს, ეს უშლის ხელს კონცენტრაციას. რაც მეტ სათამაშოს დაინახავს, მეტი უნდა და ერთიდან მეორეზე სწრაფად გადაერთვება, ამიტომ უჭირს ყურადღების კონცენტრაცია. რაც უფრო მეტი სათამაშო მიგაქვს ბავშვისთვის, უფრო მეტი უნდა. არ არსებობს ზღვარი. ყველაფერში კარგია ზომიერება და ამაში, მით უმეტეს. სჯობს, მშობლებმა გარკვეული სათამაშოები შეინახონ, ორი კვირის შემდეგ გამოიტანონ, ერთი კვირა ამით ათამაშონ და შემდეგ შეცვალონ. ასე ბავშვებს არ ჰბეზრდებათ…“