პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ვახტანგ გომელაურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?
ფაქტია, რომ ის ადგილზე არ იყო, ანუ ან გადაწყვეტილებას სხვა იღებდა, ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს.
ახლა მან ამ კომენტარით, ფაქტობრივად აღიარა სისტემის მხრიდან პროტოკოლის დარღვევა (თუ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და შესაბამისად დანაშაული.
ახლა მთავარი კითხვაა – ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება იმ ღამით სამაშველო ოპერაციის შეწყვეტაზე?
აი, თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა”, – წერს ხუხაშვილი.
გომელაური: საფრანგეთში შევიძინეთ 3 ვერტმფრენი, წესით, პირველი 2024 წლის მარტში ჩამოვა
შეგახსენებთ, სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი და ის გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე, ლუსის დედაა. შოვის ტრაგედიის გამო დედის გარეშე დარჩენილ ლუსის კი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ლუსის ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია „კევზე“, ან კანფეტზე და მოუტანს – სოფო ბაკურაძის ახლობელი
„ჩვენი ლუსის დედა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებული