iPhone 4/4S კვლავ Apple-ს საუკეთესო სმარტფონად რჩება. 2017 წელი ბრენდისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა და გულშემატკივრებს ერთდროულად რამდენიმე სიახლე შესთავაზა. მათ შორის ყველაზე რეკლამირებული iPhone X იყო, თუმცა მობილური სულ მალე მთავარ წარუმატებლობად გამოაცხადეს. ზოგადად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უკვე დიდი ხანია Apple-ს არაფერი განსაკუთრებული არ შეუქმნია და iPhone 4-ის გამოსვლის შემდეგ მისი გენიალობა დასრულდა. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მოდელი კომპანიის ისტორიაში ნამდვილად რევოლუციური იყო. ის დიზაინითა და მოხერხებულობით გამოირჩეოდა. განსხვავებით სხვა იმდროინდელი სმარტფონებისგან, iPhone-ის მფლობელი ბევრად უფრო ღირსეულად გამოიყურებოდა და მისი ყიდვის საშუალებაც მხოლოდ ერთეულებს ქონდათ.