ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ყოფილების მუდმივი თვალიერება ამა თუ იმ სოციალურ ქსელში სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს ადამიანი.
ადამიანის მუდმივ კონტროლს „სტალკინგი“ ჰქვია და ის ინტერნეტმა მკვეთრად გაამარტივა, რადგან აქამდე ეს პრობლემა პირადი კონტაქტით ან ტელეფონით ხდებოდა.
გაჩნდა ერთგვარი გამოთქმა – „Facebook stalking“, რომლის თანახმადაც ერთი ადამიანი მუდმივად ადევნებს თვალ-ყურს მეორე ადამიანის ცხოვრებას სოციალურ ქსელში.
მეცნიერებმა სხვადასხვა ქცევის მიზეზი ახსნეს და დაადგინეს, რომ არსებობს ადამინების ორი ტიპი, რომლებიც ონლაინ-სტალკინგს მიმართავენ. პირველი მათგანი დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევა და პარტნიორს ის დიდ ყურადღებას უთმობს. მეორე ტიპი გარშემომყოფებისადმი უნდობლობით გამოირჩევა და როგორც წესი, გაურბის ახლო ურთიერთობებს.
მათ 431 აქტიურ ფეისბუქ-მომხმარებელში კვლევა ჩაატარეს, ასაკი 18-დან 42 წლამდე განისაზღვრა, რომლებიც ყოველდღიურად 100 წუთს სოციალურ ქსელში ატარებდნენ და რომლებიც ცოტა ხნის წინ დაშორდნენ შეყვარებულს.
დადგინდა, რომ ონლაინ-სტალკერობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იყო ადამიანი შეყვარებული და ვინ იყო დაშორების ინიციატორი.
კვლევამ ისიც აჩვენა, რომ დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთონის შენარჩუნება მხოლოდ ანელებს უსიამოვნო გრძნობების გავლის პროცესს.