LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩავარდა ავტომობილების მეორადი ბაზარი?

15

გადაცემას ”ავტორაცია” „IAA მოტორსის“ დამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი კუხიანიძე ესტუმრა.

– საავტომობილო ბაზარზე არასახარბიელო სიტუაციაა, განსაკუთრებით მეორად ბაზარზე…

– სამწუხაროდ, მართლაც ასეა. სწორედ ახლახან გადავავლე თვალი სტატისტიკებს და წინა წლებთან შედარებით გაყიდვებში 90%-იანი ვარდნაა. ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს კომპანიას, არამედ ჩვენს კონკურენტ კომპანიებსაც. ასევე გახლდით რუსთავის ავტობაზრობაზე, სადაც ადრე თუ ავტომანქანას ვერ გააჩერებდი, დღეისათვის ბაზრობის ნახევარზე მეტი ცარიელია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა.

– უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილის ფასები ძალიანაა დაწეული. ხალხი თითქოს მოგებაზე აღარ ფიქრობს და ერთი სული აქვს მოიშოროს მანქანა.

– კი სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. თუნდაც, რომ ავიღოთ ის ადამიანები, ვისაც ავტომობილები უცხოეთიდან ჩამოყავთ. ისინი უკვე მოგებაზე ნაკლებად ფიქრობენ და იმას ცდილობენ რაღაც თანხა მაინც ამოიღონ. ავტომობილები სესხებით აქვთ შეძენილი და ახლა ძალიან უჭირთ.

 – გამყიდველისთვის თუ ცუდი პერიოდია, მყიდველისთვის ხომ მაინცაა კარგი პერიოდი?

– ვერ დაგეთანხმებით, რადგან კარგი ავტომობილები თითქმის გაყიდულია და დარჩენილი მანქანები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ანუ ამ მხრივაც გვაქვს პრობლემა. ასევე, ზოგადად ლარის კურსის გამო ხალხს უჭირს რაიმეს შეძენა.

 – გარდა ამისა, კიდევ რა პრობლემებს ხედავთ? რატომ არის ბაზრის ვარდნა?

– როგორც უკვე ვთქვით, უამრავი პრობლემაა – ლარის კურსი, უხარისხო ავტომობილები და ასევე ის ფაქტი, რომ თითქმის სრულიად დავკარგეთ აზერბაიჯანის ბაზარი. ფაქტობრივად, ნულია ჩვენს შორის პროდუქციის ცვლა. აზერბაიჯანის მოქალაქეები უკვე ევროპაში ყიდულობენ ავტომობილებს და ჩვენგან შეყვანა აღარ ჭირდებათ. ეს იმის ბრალია, რომ გამკაცრდა კანონები და ზოგადად ავტომანქანის საზღვარზე გადაყვანა ძალიან გართულდა. განბაჟების წესები სომხეთშიც შეიცვალა და ავტომობილის გადაყვანა იქაც ძალიან გაძვირდა.

– როგორც ვიცი, ბაზრის დიდი ნაწილი უკვე იაპონურმა ავტომობილებმა დაიკავა.

– კი ნამდვილად ასეა. ეს არის საკმაოდ გამძლე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებიც შედარებით ხელმისაწვდომია და ამიტომ მათი გაყიდვები კვლავ საკმაოდ მაღალია. უამრავი ადამიანი ყიდის თავის შედარებით ძვირადღირებულ ავტომობილს და იაპონურ ავტომობილზე გადადის.

– რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს?

– პირველ რიგში გირჩევთ, რომ ძალიან ფრთხილად იყოთ, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ჩვენნაირი კომპანია გაკოტრდა და მათი ნაწილი საერთოდ გაიქცა. ამიტომ, ავტომობილის შეძენამდე კომპანია სწორად შეარჩიეთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად სანდო ხალხთან გაქვთ ურთიერთობა.

ზოგადად, ავტომობილის ყიდვისთვის ძალიან კარგი მომენტია. მოთხოვნის სიმცირის გამო გადაზიდვები ძალიან გაიაფებულია. ყველგან კრიზისია და ამიტომ ყველაფერი შედარებით ხელმისაწვდომია.

შეგახსენებთ, ჩვენ მისამართს იმ შემთხვევისთვის, თუკი სპეციალისტის რჩევა დაგჭირდებათ. ეს გახლავთ – ყაზბეგის 12 ა. მობრძანდით და დაგეხმარებით ავტომობილის სწორ შერჩევასა და საჭიროების შემთხვევაში გამოწერაში.

 

აუდიო ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები