LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ცხოვრობდა ნინელი ჭანკვეტაძე 13 წელი ნაქირავებ ბინაში: „ალბათ, იმანაც, რომ შვილი არ გვყავდა, უფრო უდარდელად გვამყოფა ამ საკითხში…“

3405
ნინელი

გადაცემაში „სხვა კითხვები“, ნიკოლოზ ხაჩიძესთან სტუმრობისას, ცნობილმა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ ისაუბრა, რატომ ცხოვრობდნენ ის და მისი მეუღლე 13 წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში:

„ეს მოხდა ჩვენი დაუდევრობის გამო, ზაზასაც ჰქონდა სახლი, მეც, კიდევ არსებობდა რაღაც სახლები და არასდროს გვიფიქრია, რომ ოდესმე დავრჩებოდით ყველაფრის გარეშე. ალბათ, იმანაც, რომ შვილი არ გვყავდა, უფრო უდარდელად გვამყოფა ამ საკითხში. მაგალითად, კინოსტუდიაში განაწილდა ბინები, ჩვენ, როგორც ორ წამყვან მსახიობს, გვეკუთვნოდა, აღრიცხვაზე ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ზაზას სახლში ვცხოვრობდით მის დედასა და ჩემს მულთან ერთად და არანაირი პრობლემა არ იყო, ყველანი კარგად ვეტეოდით, მაინც გვეკუთვნოდა ბინა. მაშინ ზაზა მივიდა ბატონ რეზო ჩხეიძესთან და უთხრა, შვილი არ გვყავს და ვისაც უფრო მეტად სჭირდება, მას მიეცით ბინაო. 90-იანებში, როდესაც ყველაფერი დაიქცა, ჩვენი მშობლებიც იქით იყვნენ მისახმარებლები, მერე ანა გაჩნდა, დიდხანს არ გვქონდა საკუთარი ბინა.

ეს არის ჩვენი მეგობრების დამსახურება, ვინც გვეხმარებოდა წლების განმავლობაში, რომ ორ არტისტს რაღაცნაირად თავი გაგვეტანა და ბინის ქირა გადაეხადა. ძალიან მადლობელი ვარ  ამ ადამიანების. ძალიან ხშირად, როცა ბინის ქირის გადახდის დრო მოდიოდა, ვფიქრობდი, ახლა რანაირად გადავიხადოთ-მეთქი. გამიყიდია ნივთებიც, მაგრამ ადამიანზე უფრო ძვირფასი არაფერია, თუ გჭირდება, ხვალემ უნდა იზრუნოს ხვალისთვის და არც გული უნდა დაგწყდეს…“

“40 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი” – როგორია ნინელი ჭანკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

შერიგდნენ თუ არა ქეთი დოლიძე და ნინელი ჭანკვეტაძე: „ეტყობა, მან ჩათვალა, რომ ამოიწურა ჩვენი ურთიერთობა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g