სტატისტიკის თანახმად, ქალები თავისივე ასაკის მამაკაცებზე სამი წლით დიდხანს ცოცხლობენ.
ერთ-ერთი პირველი იდეა, რის გამოც ასეთი სტატისტიკა არსებობს, მამაკაცის სამუშაო გარემოა. ხშირად ისინი ისეთ ადგილებში მუშაობენ (შახტა და ა.შ.), სადაც მეტი ფიზიკური დატვირთვა აქვთ და იღებენ ტრავმებს, რომლებიც მოგვიანებით დაავადებების სახით იჩენენ ხოლმე თავს.
სინამდვილეში, სხვაობა სიცოცხლის ხანრძლივობაში ორივე შემთხვევაში სტაბილურია. მაგალითად შვედეთი, 1800 წლისთვის სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი ქალებში აქ 33, ხოლო კაცებში – 31 წელი იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი 83,5 და 79,5 წლამდეა გაზრდილი. ორივე შემთხვევაში ქალები მამაკაცებზე 5%-ით დიდხანს ცოცხლობენ.
დადგინდა ასევე ისიც, რომ მამაკაცები გაცილებით უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ სხეულს. მაგალითად, მოწევა, ალკოჰოლი და ზედმეტი ჭამა.
ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა, დევიდ ჯემი ლონდონის უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ მიზეზი შესაძლოა ტესტოსტერონი იყოს. ხშირად, მამაკაცის სქესობრივი მომწიფება ფსიქიკური აშლილობითაც მთავრდება. ამ დროს კი ქალის ესტროგენი „ანტიოქსიდანტია“ ანუ იგი გამოდევნის შხამიან ქიმიურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან, რომელიც საერთო ჯამში სტრესს იწვევს.
ჯემი მიიჩნევს, რომ ორსულობის პერიოდში ქალის სხეულში ბევრი დადებითი პროცესი მიდის, ბავშვის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია დედის ჯანმრთელობასთან. „ნაყოფის კეთილდღეობა დედის სხეულის კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია. ბავშვებისთვის უკეთესია თუ დედის სხეული უფრო კარგად იქნება, ვიდრე მამის“ – აცხადებს მეცნიერი.

