LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააჯარიმეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

190
jarima

მიკროსაფინანსო სექტორის ნაწილი ბიზნესომბუდსმენს მიმართავს და მათი უფლებების დაცვას ითხოვს. საუბარია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც „კრედო“ და „კრისტალი“ დაჯარიმდნენ.  მიზეზი ე. წ. „ბექ-თუ ბექ“ ინსტრუმენტის გამოყენებაა და ის სავალუტო რისკების დასაზღვევად გამოიყენება.

ბიზნესომბუდსმენს კი , მიკროსაფინანსოების მიმართვის შემდეგ, თავის მხრივ შემოსავლების სამსახურთან ჰქონდა კომუნიკაცია, რათა მათ საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა გამოიყენებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და პალატამ მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დასაბეგრ ოპერაციას , შემოსავლების სამსახურმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაინც დააჯარიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g