LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დააკავეს უცხო გოგონას გამო დიტო ქისიშვილი: „ჩავედი, მძღოლს კარი გავუღე, გადმოვიყვანე და ძალიან ცუდად ვცემე…“

496
დიტო ქისიშვილი (2)

დიტო ქისიშვილი ჟურნალ „გზასთან“ საინტერესო ამბავს იხსენებს, რომელიც თავს გადახდა, როცა აბსოლუტურად უცხო გოგონას გამო დააკავეს.

– ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?

– კი, კაცო, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ზუსტად არ მახსენდება. განსაკუთრებულად სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, პირიქით – ჩემს „ისტორიაში” მაქსიმალურად რაინდული ამბებია. ერთხელ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო გოგოს გამო დამაკავეს.

– შეგიძლია, ამ ამბის შესახებ გვიამბო?

– 17-18 წლის ვიყავი. ვარკეთილიდან (სადაც მეგობართან ვიყავი) ოპერის თეატრში მივდიოდი, რომ სპექტაკლი – “ტრავიატა” მენახა. ცარიელ სამარშრუტო ტაქსიში, სულ ბოლო, უკანა სავარძელში ვიჯექი. ვარკეთილის ხიდებთან 16 წლის ძალიან ლამაზი, საყვარელი გოგონა ამოვიდა და ჩემ წინ დაჯდა… „300 არაგველზე” ჩავიდა, მგზავრობის საფასური გადაიხადა და კარი დახურა. დაკეტვისას კარმა ცოტათი დაიბრახუნა. „მარშრუტკის” მძღოლმა გოგონას ძალიან უწმაწურად შეაგინა. არ ვიცი, იმან რა გაიგონა, მობრუნდა: – ბიძია, მე მითხარით რამეო? მძღოლმა არც აცია, არც აცხელა და შვილიშვილისტოლა გოგოს ისეთი საზიზღარი სიტყვებით აგინა, რომ ჩემი ცხოვრების პალიტრაში მსგავსი ტიპის გინება არ მომისმენია. გოგონა გაშრა მოულოდნელობისგან, შეურაცხყოფისგან… ვერ მიხვდა, რის გამო ხდებოდა, რაც ხდებოდა. იმ დროს მე კი არა, ნებისმიერი, ვისაც „ადამიანი” და „ვაჟკაცი” ჰქვია, ასე მოიქცეოდა: „მარშრუტკიდან” ჩავედი, მძღოლს კარი გავუღე, გადმოვიყვანე და ძალიან ცუდად ვცემე… დამაკავეს. ისნის განყოფილებაში 1 დღე მეც მიბარტყუნეს… გოგოს გარე, ქუჩის ტელეფონიდან დედისთვის დაურეკავს, დედას – მაშინვე ქმრისთვის შეუტყობინებია ყველაფერი, რაც მოხდა. გოგონას მამა ისანი-სამგორის პროკურორი აღმოჩნდა. მომძებნეს და ისნის განყოფილებაში მიპოვეს – ბავშვს ხელი არ დააკაროთო. მოკლედ, იმ გოგონას მამამ გამომიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g