თურქეთმა რუსეთის ელჩს მოსთხოვა განმარტება, რატომ დაარღვია რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე შაბათს დაარღვია.საგარეო უწყებამ ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი დაიბარა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირნოიღლუმ ინცინდენტი რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან უკვე განიხილა.