LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი: „გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე…“

240
თამარ ალადაშვილი

როგორ შეცვალა მომღერალ თამარ ალადაშვილის ცხოვრება შვილის დაბადებამ, როგორი დედაა ის და როგორ უმკლავდება სამსახურებრივ პასუხისმგებლობებსა და პარალელურად, დედის ამპლუას, ამაზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

თამარ ალადაშვილი:

დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო. მოულოდნელიც კი იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რატომღაც უფრო მარტივად ვუყურებდი. უფრო სწორად, განწყობა იმდენად დადებითი მქონდა, რომ ძალიან დამეხმარა. დაკისრებულ პასუხისმგებლობებს პირველ პერიოდში თუ პოზიტიურად არ შეხვდი, ძალიან გაგიჭირდება. როცა დამხმარეები გყავს, ალბათ, მაშინ უფრო მარტივია, მაგრამ როდესაც ერთი და ორი ადამიანი ახერხებთ ერთმანეთს შეეხიდოთ, მაშინ ცოტა რთულია. ეს პროცესი მე ბავშვმა გამიმარტივა, იმით, რომ უზომოდ პოზიტიური პატარაა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მოღიმარია. როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და რამდენად დაღლილიც არ უნდა იყო, რომ გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე.

– სახელი როგორ შეურჩიეთ?

– დედამთილის სახელი ჰქვია. ჩემს დედამთილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნუნუკა ჰქვია და შვილს ნუკა დავარქვით, თუმცა ნათლობის სახელი სხვა აქვს. მე ცოტა სიზმარა ვარ და ნათლობის სახელი ჩემს სიზმარს უკავშირდება, ნატალია. ასე, რომ ორი სახელი აქვს.

– პირველი პერიოდი რომ რთულია, უკვე ვთქვით. ხშირია მშობიარობის შემდეგი დეპრესიაც. იყო მსგავსი გამოცდილება?

– ერთი თვის თავზე, თითქოს იყო ასეთი მომენტი, მაგრამ ზუსტად მაგ დროს მე სამსახურში გავედი და ფიზიკურად აღარ მეცალა დეპრესიისთვის. ვერ უარვყოფ, რომ ხდება ასეთი რამეები და რაღაც დოზით მეც გამოვცადე, თუმცა, გააზრებული მქონდა, რომ ბავშვზე ძალიან გადადის დედის ენერგია და არ მინდოდა, დეპრესიული ემოცია ჩემი შვილისთვის გადამეცა, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, ყურადღების გადატანას. მგონი, გამომივიდა კიდეც – ძალიან პოზიტიური და უპრობლემო პატარა გვყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები