LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაიკარგა თამუნა მიქელაძე და ვის ვერ ელევა მომღერალი?

48

გადაცემა ”რადიო დუეტის” სტუმარი თამუნა მიქელაძე გახლდათ, რომელიც არ დაიდარდოს ახალი სიმღერის პრემიერით ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ თამუნა არ დაიდარდოსპირდაპი ეთერს პირველად ეწვია.

 

– ეს არის რიგით პირველი სიმღერა, რომელიც სტუდიაში ჩაიწერა, რატომ აქამდე არ აქტიურობდი და სად არის შენი მოსმენა შესაძლებელი?

 

– სიმღერა ”ფორტუნა რეკორდსში”, გიორგი დათიაშვილთან ჩაიწერა მას ”ვერ შეგელევი” ქვია. ვინც დაწერა, მან მთხოვა რომ ჩრდილში დამეტოვებინა, მაგრამ მე მაინც ვახსენებ. სიმღერა ეკუთვნის ალეკო ჩიტაშვილს და ძალიან დიდი მადლობა მას. ტექსტის ავტორიც ის არის. წერს ბევრ სიმღერებს, თუმცა, სურს რომ მასზე არ ისაუბრონ. სიმღერა ჩემთვის დაწერა. ეს არ იყო შეკვეთა. მომღერალმა შენი ვოკალური შესაძლებლობებით მსმენელი არ უნდა დაღალო. ყოველთვის მინდოდა პიანოთი მემღერა და იდეალური გამოვიდა.

 

– რა გეგმები გაქვს, ხომ არ გეგმავ კიდევ სხვა სიმღერების ჩაწერას?

 

– რა თქმა უნდა ვაპირებ. ძალიან ”დავიკარგე”. დღესდღეობით ყველა მომღერალი რესტორანში ვართ დაკავებულები. სამომავლოდ ვაჟა ტუღუშის ორი სიმღერა მაქვს ჩასაწერი. მინდა, რომ ამ სიმღერაზე ”ვერ შეგელევი” ბათუმში გადავიღო ვიდეო. ჩემი მოსმენა კი რესტორან ”რივერ საიდ ბაბილოშია” შესაძლებელი.

 

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

Audioმიქელაძე

 

 


თამუნა მიქელაძე – ვერ შეგელევი

 

Audioმიქელაძე – პრემიერა

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 



 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები