LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ დამტოვე, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, მა“ – რას წერს ისანში მოკლული მიხეილ მაძღარაშვილის შვილი

796
ანი მაძღარაშვილი

2 ივლისს, თბილისში, ისნის რაიონში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოხდა.

მოკლული მამაკაცი მიხეილ მაძღარაშვილია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მიხეილ მაძღარაშვილის შვილი, ანი მაძღარაშვილი მამის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„მიყვარხარ, მა, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. რატომ დამტოვე, რატომ“, – წერს ანი მაძღარაშვილი სოციალურ ქსელში.

მიყვარხარ მა ჩემი ანგელოზი ხარ 💔💔💔💔რატო დამტოვე რატოო

Posted by Ani Madzgharashvili on ხუთშაბათი, 03 ივლისი, 2025

⭕👇 ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025

ცნობისათვის, მკვლელობაში ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g