დღეს Skype-ის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებმა, სოციალური ქსელების მეშვეობით, უკმაყოფილება გამოთქვეს მესინჯერთან შექმნილი პრობლემების გამო.ბევრ მათგანს შესაძლებლობა ქონდა მიეღო მესიჯი, მაგრამ თავად ვერ აგზავნიდა.Skype-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურ საიტზე ბოდიში მოიხადა მომხდარი ხარვეზისთვის.
„ბევრი მომხმარებელი ვერ ხედავს ონლაინ კონტაქტებს და ვერ ცვლის თავის სტატუსს, პრობლემებია ასევე ვიდეო და აუდიოზარებზეც, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ჩვენ აღმოვაჩინეთ პრობლემა და ვმუშაობთ მის აღმოსაფხვრელად“ ნათქვამია განცხადებაში.
პრობლემა დაახლოებით 12 საათზე დაიწყო და გავრცელდა აშშ-ში, ვიეტნამში, ახალ ზელანდიაში, დანიაში, ინდოეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.