ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ნათია ნადირაშვილი საუბრობს იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც ის და მისი მეუღლე, პოპულარული ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს ერთი შვილი, გოგონა, ანიტა ჰყავს.
ნათია ნადირაშვილი:
„მთელი თანაცხოვრების პერიოდში აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა მქონდა და ეს პერიოდიც ჰარმონიულია. როდესაც ერთად აღარ ვართ. არასოდეს არავითარი პრეტენზია არ მქონია გოგას მიმართ, ახლაც მადლიერი ვარ მისი. ჩვენი დაშორებისას არ ყოფილა არავითარი გულისტკენა, წყენა, შეურაცხყოფა. დღემდე ძალიან მიყვარს, ჩემს ცხოვრებაში დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და ვიცი, რომ მისთვისაც ასეა. გოგაც ზუსტად ასე ფიქრობს. გასაჭირია თუ სასიხარულო ამბავია, პირველი,რასაც ვაკეთებ, გოგასთან ვრეკავ. ყოველთვის გვერდში მიდგას და არასდროს შეწუხებულა, თუ მისი დახმარება დამჭირვებია.
ანიტამ როგორ აღიქვა ეს ამბავი?
ჩვენ მისთვის არაფერი გვითქვამს, კარგა ხანი ვერც ხვდებოდა ვერაფერს, რადგან მას არ აქვს დეფიციტი არც ერთი მხრიდანაც. ძალიან ხშირად ერთადაც გვხედავს, ერთად ვმოგზაურობთ, ერთად ვისვენებთ. მგონი, არც კი იცის, რომ ერთი ოჯახი არ ვართ.
უცნაურია, რომ ასეთი შეხმატკბილებული წყვილი ამ გადაწყვეტილებამდე მიხვედით…
ათი წელი ვიყავით ერთად. ჩვენი დაშორების რაიმე, კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ვერც ერთ შემთხვევას ვერ გავიხსენებ, რომ ან ცუდად მომექცა, ან ხმამაღლა დამელაპარაკა, ან რამე მაწყენინა. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ გოგა ბოლომდე დაიხარჯა ჩემთან ურთიერთობაში. ასე მგონია, რომ ყოფილთა ცხოვრებამ შეჭამა და გააუბრალოვა ჩვენი თანაცხოვრება.
გოგა რომ გავიცანი, უზომოდ მიყვარდა. ამ ათი წლის შემდეგ ის არ გადამიყვარდა, უბრალოდ, სხვანაირ ფორმაში გადაიზარდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ძველებურად მიყვარს, მაგრამ ურთიერთობის ფორმა შეიცვალა.
ინტერვიუს სრულ ვერსიას გაეცნობით ჟურნალ „სარკის“ 29 იანვრის ნომერში.