სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ბავშვი გზაზე, პარკში გახვეული მიატოვა.
ახალშობილი პოლიციამ იპოვა.
სამართალდამცველებმა ბავშვი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვის დედაც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, დედამ ბავშვი იმიტომ მიატოვა, რომ გარდაცვლილი ეგონა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.