LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაუწესდათ ჟურნალისტებს პარლამენტში რეგულაციები – პაპუაშვილის განმარტება

137
ზაზა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციების დაწესების შესახებ.

პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მის მიერ მედიისთვის აკრედიტაციების დაწესება რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, დაწესებულ რეგულაციებს ორი პრინციპი – მედიის მიერ საზოგადოების ინფორმირების საჭიროება და პარლამენტში სამუშაო გარემოს შექმნა დაედო საფუძვლად.

„ევროპის წამყვან ქვეყანაში, თუ ინტერვიუს რესპონდენტს არ შეუთანხმებ, შეიძლება საერთოდ ვერ ჩაწერო, არათუ სდიო და მიკროფონი თავში ურტყა“ – მამუკა მდინარაძე

„რაც შეეხება მედიის აკრედიტაციის საკითხს, ეს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მოგიწოდებთ, ნუ დაიწყებთ იმ საკითხების პოლიტიზებას, რომელსაც ეს არ სჭირდება. ეს რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას. რაც შეეხება აკრედიტაციებს, პარლამენტის შენობა საჯარო სივრცე არაა – ეს არის დაწესებულება, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. ყველა პარლამენტში ასეა. ეს აკრედიტაცია თავისთავად შესაბამისი ქცევის წესებს გულისხმობს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მოგმართავთ – ორი პრინციპი, ორი სიკეთეა: ერთი ეს არის საზოგადოების ინტერესი, რომ პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს; მეორე კი ის, რომ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონდეთ. ეს არის ორი თანაბარ წონადი ინტერესი და სწორედ მათი შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის, რომ სამუშაო ატმოსფერო იყოს, მეორე მხრივ კი მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვისაა საჭირო. მედიას პირადადაც განვუმარტე. დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეუწყობს საქმიან თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კობახიძე: არ ვიცი არცერთი პარლამენტი, სადაც ჟურნალისტები დეპუტატებს დასდევენ ფლიგელებში, უვარდებიან ოთახებში – ეს არის მინიმალური რეგულაციები

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის შესახებ, აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ჩაწერა უნდა შეწყვიტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g