რატომ “ფაიზერი”?! ჩემი მეუღლე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ახლა გვინდა, რომ სახლში ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფაიზერით“ აცრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. თავად პრემიერი დღეს Pfizer-ით აიცრა და განაცხადა, რომ იმუნიზაცია საზოგადოებას კოვიდისგა სიკვდილისგან იცავს.
“ყველა ოჯახის წევრი, მშობლები აცრილი მყავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბები, რომ აცრა არის აბსულუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ტყუილები, რაც ვრცელდება, არის უსაფუძვლო და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. აცრა გიცავს სიკვდილისგან, ამიტომ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახის წევრები,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
